ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

Apple MacBook-ის კონცეპტი დიდი ზომის სენსორული პანელითა და მოხსნადი კლავიატურით

Apple, როგორც ჩანს, ფიქრობს კლავიატურაზე უარის თქმაზე, ან უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას მაგნიტის სამაგრიანი მოსახსნელი კლავიატურა სამომავლო MacBook Pro-ში. რესურს PatentlyApple-ის მიერ აღმოჩენილი პატენტი შეიცავს მომავალი თაობის MacBook Pro-სა და Air-ის შესახებ საინტერესო იდეებს.

პატენტში მოცემულია, რომ სტანდარტული ფიზიკური კლავიატურის ნაცვლად კომპანიის სამომავლო ლეპტოპებში შესაძლოა გამოყენებულ იქნას განცალკევებადი პანელი ადაპტირებული სენსორული დისპლეით, რომელზეც აისახება ღილაკების სხვადასხვა ნაკრები იმის შესაბამისად,  თუ რა აპლიკაცია იქნება აქტიური მოცემულ მომენტში, იგი ასევე შეასრულებს დიდი ზომის ტრეკპადის როლს. ასევე ცნობები არსებობს, რომ სენსორულ პანელს ექნება Swype-ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

image.png
image.png

notebookcheck.net 

პარალელურად, პატენტი მიანიშნებს იმაზე, რომ სამომავლო ლეპტოპებში შესაძლოა ინტეგრირებული იყოს უსადენო დამტენი მოწყობილობა iPhone-ისთვის. სამწუხაროდ,  საპატენტო განაცხადში არსებული მონაცემების თანახმად სამომავლო კომპიუტერების ფიზიკური კონექტორების ნაკრები კიდევ უფრო მწირი იქნება. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button