ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შემოთავაზებაა მოხდეს Bitcoin-საფულეების მომხმარებლების ვერიფიკაცია

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN) გამოაქვეყნა შემოთავაზება იმ კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების რეგულირების შესახებ, რომლებიც ხორციელდება მომხმარებლების კუთვნილი საფულეების მეშვეობით. 

შესაძლოა დაიწყოს იმავე მოთხოვნების დაწესება, რაც უკვე ვრცელდება ბირჟებისა და სხვა კრიპტო სერვისების მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე. 

წინადადების მიღების შემთხვევაში საკუთარ კრიპტო საფულეში ცენტრალიზებული ბირჟიდან კრიპტოვალუტის გადატანისას საჭირო გახდება მიმღების პიროვნების დადასტურება და ბირჟას მოუწევს ამ მონაცემების შენახვა. 

FinCEN გვთავაზობს გაძლიერებული მოთხოვნების გამოყენებას 3 ათას აშშ დოლარს ზემოთ არსებული ტრანზაქციების შემთხვევაში. თუკი ტრანზაქციის თანხა 10 ათას აშშ დოლარს აღემატება, კომპანიებმა პირდაპირ სააგენტოს უნდა აცნობონ. მარეგულირებელი ორგანო აპირებს უზრუნველყოს, რომ შეუძლებელი გახდეს წესების გვერდის ავლით რამდენიმე მცირე ნაწილად დაყოფილი ტრანზაქციების განხორციელება.  

საზოგადოებრივი კომენტარების შეგროვებას FinCEN 2021 წლის 4 იანვრამდე გეგმავს. 

ცნობილ ექსპერტ ანდრეას ანტონოპულოსის აზრით, ეს დარტყმა იქნება ბირჟებსა და კასტოდიალურ საფულეებზე, რომელთაც მოუწევთ დამატებითი ძალისხმევა გასწიონ და მომხმარებლები აიძულონ განახორციელონ უფრო მეტი მოქმედება. 

„მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ მისამართი თქვენ გეკუთვნით მასზე თანხის გადატანისთვის. მიმდინარე წელს ეს იქნება 3 ათას აშშ დოლარიანი დონე. მომდევნო წელს ისინი ბარიერს შეამცირებენ ინფლაციის გათვალისწინებით. დროთა განმავლობაში ყველა ტრანზაქცია კონტროლირებადი გახდება“ – განაცხადა მან. 

image.png

”ეს მათ შესაძლებლობას მისცემს შეაგროვონ საფულეების მფლობელთა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა Chainalysis-ის მონაცემებზე დაყრდნობის გარეშე, რაც ყოველთვის არადამაჯერებელ ხასიათს ატარებს. ახლა ხელისუფლებას ექნება საფულეების მფლობელების დადასტურებული სია ”, – კომენტარი გაუკეთა FinCEN-ის ინიციატივას The Block-ის ანალიტიკოსმა ლარი ჩერმაკმა. 

მან ამ წინადადებას უწოდა მომხმარებლის კონფიდენციალურობაზე აშკარა შეტევა, მაგრამ აღნიშნა, რომ წინადადება არ არის თავსებადი DeFi -სერვისებსა და სხვა პროტოკოლებთან, რომლებიც შეუძლებელია დაექვემდებაროს KYC პროცედურას. 

„ვფიქრობ, მომხმარებლები კრიპტოვალუტებს გადაიტანენ იდენტიფიცირებულ საფულეებში, შემდეგ კი Tornado Cash-ის ან სხვა მიქსერის მეშვეობით გაატარებენ, სანამ ესეც არ აიკრძალება“ – აღნიშნა ჩერმაკმა. 

image.png

შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლება რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებდა და კრიპტოინდუსტრიას “გამოსამშვიდობებელ საჩუქარს” უმზადებდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან წასვლისას – ამის შესახებ ნოემბერში განაცხადა Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა. 

მისი აზრით, ამგვარი წინადადების მიღების შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ არაკონტროლირებად პლატფორმებს, თავად სიტუაცია კი შეერთებულ შტატებს ფინანსური ცენტრის სტატუსის დაკარგვას უქადის. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button