ახალი ამბებიდანაშაულიმსოფლიო

მორიგი ჩინური და რუსული კომპანიები ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცნენ

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა, 45 ერთეული რუსული და 58 ერთეული ჩინური კომპანიისგან შემდგარი ის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ამ ორ სახელმწიფოს სამხედრო/ძალოვან უწყებებთან მჭიდრო კავშირები აქვთ და რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის.

შესაბამისად, ამ კომპანიებს უკვე აეკრძალათ სხვადასხვა ტიპის საქონლისა და ტექნოლოგიების შეძენა აშშ-დან. სხვა შემთხვევაში, კონკრეტულ ამერიკულ კომპანიებს მოეთხოვებათ სპეციალური ლიცენზირების მიღება, რათა სიაში მოცემულ სუბიექტებთან პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ.

სანქცირებულ საწარმოთა გარდა, ჩამონათვალში ასევე მოხსენიებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური, ფედერალური საბიუჯეტო დაწესებულება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალური საფრენი დანაყოფი და ა.შ.

მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.

Source
https://feedc.com/user/interworld

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button