ახალი ამბებიმსოფლიოსაზოგადოება
CureVac კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მორიგ საგამოცდო ფაზას იწყებს
გერმანიის ქალაქ ტუბინგენში განთავსებული ფარმაცევტული კომპანია CureVac, ა.წ. 22 დეკემბრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ფაზას იწყებს.
მოცემულ კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ მაინცის საუნივერსიტეტო კლინიკის 18 წელს ზემოთ მყოფი თანამშრომლები. ეს ცდები ავსებს ა.წ. 14 დეკემბერს დაწყებულ 2b/3 ფაზას, რომელშიც საერთო ჯამში 35 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მანამდე, ნოემბერში კომპანია CureVac-მა განაცხადა, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში გეგმავს მის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოშვებას. პირველ კვარტალში პრეპარატის რეგისტრაციის პროცესის დაწყება არის დაგეგმილი.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.