Zero Labs ნებისმიერ ავტომანქანას ელექტრომობილად აქცევს
დღესდღეობით ეჭვს აღარ იწვევს ის, რომ მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნის. მაგრამ ყველა არ არის მზად კლასიკურ მანქანებთან განშორებისა და კომპაქტური, ჩუმი ელექტრომობილებით ჩანაცვლებისთვის. სპეციალურად მათთვის მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Zero Labs. იგი მზად არის უკვე არსებული მანქანა ელექტრო ძარაზე (შასზე) გადაიყვანოს.
რეალურად, Zero Labs გვთავაზობს მზა ელექტრო პლატფორმას, რომელზეც მხოლოდ სასურველი კორპუსის დაყენება და მართვის საშუალებების დაკავშირება არის საჭირო. კომპანიის ნამუშევარი ახდენს კლასიკური ამერიკული მანქანების, ორადგილიანი კუპეების, 4х4 მოდელებისა და პიკაპების ძარის ჩანაცვლებას. სტანდარტული კონვერსიული ნაკრებებისგან განსხვავებით, რომლებიც ახდენენ მხოლოდ ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და საწვავის ავზის შეცვლას, Zero Labs-ის პლატფორმა ცვლის მთელ სავალ ნაწილს სამუხრუჭე სისტემის, განათებისა და ძარის ჩათვლით.
პლატფორმა აღჭურვილია 85 ან 100 კვტ/ სთ მოცულობის ბატარეით. უფრო დიდი მოცულობის ბატარეა 375 კმ მანძილის გავლას უზრუნველყოფს, მაგრამ საბოლოო მონაცემები დიდად იქნება დამოკიდებული დამონტაჟებული კორპუსის აეროდინამიკაზე. პლატფორმის ორი ელექტროძრავი უზრუნველყოფს მანქანას შთამბეჭდავი 600 ცხენის ძალა სიმძლავრით. Zero Labs გთავაზობთ ოთხწლიან გარანტიას ძრავებსა და ბატარეებზე. ფაქტობრივად, კომპანიასთან დაკავშირებისას, მომხმარებელი ყიდულობს მზა ელექტრომობილს, თუმცა ინარჩუნებს სრულ თავისუფლებას, აირჩიოს თუ როგორი იერსახე ექნება ავტომობილს.
Zero Labs ჯერჯერობით არ ახმაურებს პლატფორმის ღირებულებას, თუმცა ცხადია იგი იაფი არ იქნება. ამჟამად კომპანია შეკვეთებს იღებს მომდევნო წლის წარმოებისთვის. ამჟამად ცნობილია, რომ რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის Ford Bronco და Land Rover, უკვე Zero Labs-ის პლატფორმაზე მოქმედებს. მათი ფასი 185 ათასი აშშ დოლარიდან იწყება.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2LqluHE