ახალი ამბებიტექნოლოგია

Google Chromebook-ებზე ამატებს მშობლების მხრიდან მეტი დაცვის საშუალებას

Google უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს აპლიკაცია Family Link-ზე, რომელიც განკუთვნილია იმ მიზნისთვის, რომ მშობლებმა უკეთ შეძლონ ბავშვების მიერ სმარტფონების გამოყენების გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში დაუბლოკონ კიდეც მათ მოწყობილობები. ამჯერად აპლიკაციის ფუნქცია ფართოვდება და მისი მხარდაჭერა ემატება Chromebook-ს: პლატფორმას დაემატება აპლიკაციის უკვე არსებული და ახალი ფუნქციებიც. 

მშობლებს შეეძლებათ „თეთრ სიაში“ შეიტანონ ის საიტები, რომელთა მონახულებაც მიზანშეწონილი და ნებადართულია მოზარდებისთვის. გარდა ამისა, შეეძლებათ ბავშვებს დაუწესონ დივაისების მოხმარების ხანგრძლივობა, დისტანციურად დაბლოკონ მოწყობილობა და ინფორმაცია მიიღონ მოხმარების შესახებ. და პირველად, აპლიკაციის არსებობაში, „ზედამხედველ“ ექაუნთებს მიენიჭებათ  Google Play-ს აპლიკაციებზე წვდომის კონტროლი.  

ანალოგიურად, შესაძლებელი იქნება Android-აპლიკაციების თეთრ და შავ სიაში მოქცევა და მშობლები გააკონტროლებენ აპლიკაციებისა და თამაშების შეძენა-ჩამოტვირთვას თავიანთი ექაუნთებიდან. 

მართალია Chromebook-ი არ იწარმოება, როგორც  განსაკუთრებულად კარგი პლანშეტი (ჯერჯერობით), თუმცა მას აქვს ერთი დიდი უპირატესობა iPad-თან შედარებით: Chromebook-ები შესანიშნავია გამოსაყენებლად, როგორც მრავალი პირის მიერ მოხმარებადი დივაისი: ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია მისი გამოყენება, ისე რომ წვდომა არ ექნება მეორე პირის მატერიალებთან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button