ბუნება & სამყაროსურათები

ციდან დანახული დედამიწა

იან ართუს-ბერტრანი არის ფრანგი ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი, ასევე საპატიო ორდენისა და მრავალი ჯილდოს მფლობელი. განსაკუთრებული პოპულარობა მას მოუტანა ფოტოების სერიამ, რომელშიც დედამიწის სხვადასხვა ადგილები საჰაერო ხედიდანაა გადაღებული. მას ასევე გამოშვებული აქვს 60-მდე წიგნი, სადაც საჰაერო ფოტოგრაფიის ნიმუშებია წარმოჩენილი. მთლიანობაში მსოფლიო მასშტაბით ართუს-ბერტრანის ფოტოებიანი 3 მილიონი წიგნია გაყიდული.


 

„კოსმონავტის” გამოსახულება ნასკას პლატოზე, პერუს ტერიტორია


ელ-ატოფი, ალჟირი


სიყვარულის აღლუმი, ბერლინი, გერმანია


ცენტრალ პარკი, ნიუ-იორკი


მიტ-გამრი, ეგვიპტე


დიუნებში მიმავალი ქარავანი, მავრიტანია


ჟენევა, შვეიცარია


სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტი ქალაქ კონიაკთან, საფრანგეთი


ახლად შეღებილი ხალიჩების გაშრობა ინდოეთის ქალაქ ჯაიპურში


საიმპერატორო პინგვინების არმია ბოფორტის კუნძულზე, ანტარქტიდა


ტბასთან შეკრებილი ფლამინგოები კენიაში


ერაყული ტანკების სასაფლაო ქუვეითში მდებარე უდაბნოში


მეჩეთი მალის რესპუბლიკაში


„კარუსელის” ტიპის ირიგაციის (მიწის მორწყვის) სისტემა იორდანიაში


კუნძული ფხი ფხი ლე, ტაილანდი


ყინულმჭრელი „Louis Saint Laurent” ნუნავუტის პროვინციაში, კანადა


ზეთისხილის პლანტაცია ანდალუსიაში, ესპანეთი


ბანგუინგუის (ყოფილი ტონგკილი) მუნიციპალიტეტი, სულუს პროვინცია, ფილიპინები


რამზეს II-ის ტაძარი აბუ-სიმბელის კლდეში, ეგვიპტე


იურთები მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორის საზღვარზე


მანგროს ხეებისგან შექმნილი გული ახალ კალედონიაში


პეკინის გარეუბანში ჩინელები სიმინდს აშრობენ


მეთევზეები ბაიკალის ტბის გაყინულ ზედაპირზე


სასაფლაო ასიუტში, ეგვიპტე


დიუნებს შორის საძოვარზე გამოსული ძროხები, ჩილე


მეთევზე კოსოუს ტბაზე, კოტ-დ’ივუარი


კარიმსკის ვულკანის ამოფრქვევა, კამჩატკა


შარლ დე გოლის მოედანი, პარიზი


ტიტების ველი ქალაქ ლისესთან, ჰოლანდია


ვულკან პარიკუტინის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ეკლესია მექსიკაში


უფინგტონის თეთრი ცხენი – 110 მეტრიანი პრეისტორიული ცარცის ფიგურა ოქსფორდშირის საგრაფოში, ინგლისი. მისი ასაკი 3000 წელია.


პატარა სოფელი ჩადის ტბასთან.


ვენეცია


კირქვის ეროზიის შედეგად ჩამოყალიბებული ცინჟი-დიუ-ბემარაჰის ქვის ტყე, მადაგასკარი


ტრაქტორი მონტანას შტატის მინდორში


ადამიანის ხელით შექმნილი კუნძული, რომელიც პალმის არქიპელაგის ნაწილია, მდებარეობს დუბაიში


პალმის არქიპელაგის მონაკვეთი. პალმის არქიპელაგი ხელოვნურ კუნძულთა ყველაზე მასშტაბური ჯგუფია


ბრაშ-დე-კავერნეს ხეობა რეუნიონის კუნძულზე, ინდოეთის ოკეანე


მარტოსული ადამიანი ნიუ-იორკის სტადიონზე


მხატვარ კლარა ჰელტერის შემოქმედება იერუსალიმში


ნავთობით მდიდარი ატაბასკას უდაბნო კანადაში


თოვლიანი პრიპიატი, უკრაინა


მეფეთა აკლდამები აიუტჰაიაში, ტაილანდი


თანამგზავრული ანტენებით დაფარული სახურავები ქალაქ დამასკოში, სირია


მარილის ფორმირებები მკვდარ ზღვაში


რომაული თეატრი ქალაქ პალმირაში, სირია


ფრინველების გადაფრენა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, სანტო-დომინგო, დომინიკელთა რესპუბლიკა


მთა ფუძიამა (ფუჯი), იაპონია


უზარმაზარი წარწერა „მელისა, გამომყვები ცოლად?” ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანზე ნიუ-იორკში


ჰიაცინტის ტყეები მდინარე ნილოსზე


დნობადი აისბერგი გრენლანდიაში


ბრინჯის მინდვრები ნეპალში


მდინარე ურუგვაი, არგენტინის პროვინცია მისიონესი


ფრანგულ ქალაქ ნევერის ცენტრალური ნაწილის საჰაერო ხედი

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button