ახალი ამბებისაზოგადოებასაქართველო
კლინიკა ,,გორმედის“ ექთანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდა
გორში კორონავირუსის რეინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია კლინიკა ,,გორმედის“ ექთანი, რომელსაც ვირუსი ხელმეორედ გასულ კვირას დაუდასტურდა.
30 წლის მარგო პავლიაშვილი კორონავირუსით პირველად აგვისტოს შუა რიცხვებში დაინფიცირდა.
ორივე შემთხვევაში მისი დაინფიცირება ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისგან მოხდა, რომელსაც თავად უვლის ,,გორმედის“ კლინიკაში და უშუალოდ უწევს მათთან კონტაქტი.
მის შემთხვევაში პირველი ინფიცირების დროს ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა მას ახლა ტემპერატურის მატება, სახსრების ტკივილი, გემოს და ყნოსვის დაკარგვა აღენიშნება.
მარგო პავლიაშვილი ამჟამად სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, შიდა ქართლში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა დადასტურდა.