ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიდანაშაული

Facebook-ს სასამართლო დავა ემუქრება Stablecoin Libra-ს რებრენდინგის გამო

Fintech-სტარტაპ Diem-ის თანადამფუძნებელი კრის ადელსბახი კომპანია Facebook-ს საჩივრით ემუქრება Libra Association-ის რებრენდინგში ანალოგიური დასახელების გამოყენების გამო. 

მიუხედავად Facebook-თან მომავალი იურიდიული ბრძოლის საშიშროებისა, პლატფორმამ გაიარა იურიდიული კონსულტაცია და ჩივილი მაინც გადაწყვიტა. 

„Facebook-ს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდებოდა გაეგო, არსებობს თუ არა კიდევ ერთი Diem საფინანსო სერვისების სფეროში. მათ, ცხადია, იფიქრეს, რომ შეძლებდნენ მარტივად აეარათ ჩვენთვის გვერდი“ – განაცხადა ადელსბახმა. 

Diem-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერი კუპიმ აღნიშნა, რომ გაოგნდა, როდესაც შეიტყო, რომ ასოციაცია Libra-მ სახელი შეიცვალა Diem-ად. 

„ჩვენი მცირე სტარტაპი წუხს, რომ Libra-ს მოქმედებების შედეგად მომხმარებელთა დაბნეულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ზრდაზე”, – განაცხადა მან. 

Diem Facebook-ისგან ელოდება ე.წ. შეწყვეტისა და თავშეკავების წერილზე პასუხს. სტარტაპმა არ დააკონკრეტა რომელი იურიდიული პირის წინააღმდეგ აპირებს სარჩელის შეტანას: ლონდონში განთავსებული Facebook-ის თუ ჟენევაში არსებული Diem Association-ის წინააღმდეგ. 

ლონდონში დაფუძნებული სტარტაპი Diem ამოქმედდა 2020 წლის ოქტომბერში და მას შემდეგ მოიზიდა ნახევარი მილიონი გამომწერი. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მყისიერად გაყიდონ ქონება ინტერნეტით და ასევე გასცემს სადებეტო ბარათებს. 

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა Libra-ს რებრენდინგის გეგმის შესახებ 1 დეკემბერს განაცხადა. ამავე დროს, ციფრული ვალუტის შემქმნელმა Libra Association-მა შეიცვალა სახელწოდება და გახდა Diem Association. 

რებრენდინგი უკავშირდება ორგანიზაციის სურვილს – ჩამოშორდეს გლობალური Stablecoin-ის თავდაპირველ მოდელს, რომელიც წარმოდგენილ იქნა 2019 წლის ივნისში და აღშფოთება გამოიწვია გლობალურ მარეგულირებელ ორგანოებში. 

მოგვიანებით გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა სახელშეცვლილ Libra-ს უწოდა “მგელი ცხვრის ტყავში” და თქვა, რომ კომპანიას მარეგულირებელი პრობლემების მოსაგვარებლად „რებრენდინგზე მეტი რამ სჭირდება“. 

მაისში Facebook-მა განახორციელა საფულე Libra-ს რებრენდინგი და Calibra შეცვალა Novi-თ. ეს გაკეთდა fintech-სტარტაპ  Current-ის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიის საფუძველზე მსგავსი ლოგოს გამოყენებასთან დაკავშირებით. 

image.png

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button