ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ფიუჩერსებში ღია პოზიციების მოცულობამ რეკორდულ 5.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია

Bitcoin-ფიუჩერსების ღია პოზიციების მოცულობამ 12 კრიპტოდერივატიულ პლატფორმაზე, რომლებსაც მოცემული ინსტრუმენტის მხარდაჭერა გააჩნიათ, 1 აგვისტოს შეადგინა 5.57 მლრდ აშშ დოლარი. 

ახალი ისტორიული მაქსიმუმი დადგინდა წინა რეკორდიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ. წინა რეკორდი იყო 5.37 მლრდ აშშ დოლარი და დაფიქსირდა მიმდინარე წლის თებერვალში. 

Skew-ს მონაცემებით, კვირას, 2 აგვისტოს, Bitcoin-ის ფასის 12 ათასი აშშ დოლარიდან 10500 აშშ დოლარამდე ვარდნის ფონზე შედგა 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღია პოზიციების ლიკვიდაცია. 

ორშაბათს, 3 აგვისტოს, ამ მაჩვენებელმა შეადგინა 4.99 მლრდ აშშ დოლარი. 

image.png

Bitcoin-ფიუჩერსების ღია ინტერესის დინამიკა 

დღესდღეობით ლიდერები არიან OKEx, BitMEX და ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟა  (CME), რომლებზეც მოდის ღია პოზიიციების ერთობლიობის 57 %. 

ფიუჩერსებით ვაჭრობის ღია პოზიციების მოცულობამ ახალი რეკორდის ფონზე 3 აგვისტოს შეადგინა 14.48 მლრდ აშშ დოლარი, რომელიც თითქმის სამჯერ ნაკლებია 29 ივლისის მაჩვენებელთან (43.05 მლრდ აშშ დოლარი) შედარებით, როდესაც Bitcoin-ის ფასი 11 ათას აშშ დოლარზე იმყოფებოდა. 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button