გამორჩეული ადამიანებივიდეომოტივაცია

რენდი პოში: ადამიანი, რომელმაც ყველა ოცნება აისრულა

რენდოლფ ფრედერიკ პოში (1960 – 2008) იყო ამერიკელი პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების დარგში. მას იშვიათი დაავადება – პანკრეასის კიბო დაუდგინეს 2006 წლის სექტემბერში. 2007 წლის 18 სექტემბერს კარნეგ მელონის უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია სახელწოდებით “ბოლო ლექცია: ბავშვობის ოცნებების ასრულება”. მისი ჩანაწერი იუტუბზე ძალიან პოპულარული გახდა. იმავე თემაზე გამოსცა წიგნიც “The Last Lecture”, რომელიც ნიუ-იორკის ბესტსელერი გახდა. გარდაიცვალა 2008 წლის 25 ივლისს.

ცნობილ გამოსვლაში რენდი ყვება თავის ბავშვობის ოცნებებზე და ხსნის, როგორ აიხდინა ისინი. ეს ოცნებები იყო: ნულოვან გრავიტაციაში ყოფნა, ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში თამაში, მსოფლიო ენციკლოპედიის წიგნის რომელიმე სტატიის ავტორობა, შეხვედრა “Star Trek”-ის პერსონაჟთან, კაპიტან კრიკთან და დისნეის თემების დიზაინერობა.

ექიმებმა მას სამი თვე მისცეს, მაგრამ 2 წელი იცოცხლა.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button