ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-მა პრაქტიკულად ფასის რეკორდული ნიშნული გადალახა ისტორიის განმავლობაში

კრიპტოვალუტა Bitcoin-მა ახალ ნიშნულს მიაღწია – ბევრად აღემატება 19 ათას აშშ დოლარს. ვალუტის ფასი ზრდას განაგრძობს და არავინ ელის მის მოულოდნელ ვარდნას.

დაფიქსირდა კრიპტოვალუტის აღმასვლა, ამჟამად მისი ფასმა ფაქტობრივად უკვე მოიმატა  2019 წელს არსებული საწყისი ღირებულების თითქმის ნახევრით და ამით ვალუტა არ გაჩერებულა: მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი დარწმუნებული იყო ვალუტის კოლაფსში, ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზები შესრულდა – კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა რეკორდულ ღირებულებამდე – თითქმის 20 000 აშშ დოლარამდე. ერთ კონკრეტულ დღეში მან 6%-იანი ზრდა განიცადა. 

შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის რეკორდული მაქსიმუმი 2017 წლის 17 დეკემბერს დაფიქსირდა, მაშინ მისი ფასი იყო 20.089 აშშ დოლარი, ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის დეკემბერში, კრიპტოვალუტის ფასი 3 ათას აშშ დოლარამდე დაეცა. 

შეერთებულ შტატებში Bitcoin-ი ფაქტობრივად სრულფასოვან ვალუტად იქცა, რომლის გადახდა შესაძლებელია Burger King-ში, Pizza Hut-ში და არა მხოლოდ, ხოლო PayPal-მა გაზარდა ვალუტის შეძენის ლიმიტი 10 ათასიდან 20 ათას აშშ დოლარამდე. 

არხ Real Vision-ის დირექტორი, რაულ პალი თვლის, რომ 2021 წლის ბოლოს Bitcoin-ი გადააჭარბებს დაუჯერებელ 250 ათას აშშ დოლარიან ზღვარს, რაც მას ყველაზე ძვირადღირებულ კრიპტოვალუტად აქცევს მსოფლიოში. რაული თავის განცხადებას ამტკიცებს იმით, რომ მოთხოვნისა და გაყიდვების ბაზარი ძალზე გაუწონასწორებელია, Bitcoin-ი მოთხოვნადია და „ახლად გამომცხვარი“ კრიპტოვალუტა დაუყოვნებლივ იყიდება ფინანსურ კრიპტოსავალუტო ფონდებსა და PayPal-ში. 

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button