ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

Binance-მა აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს 14 დღის ვადა მისცა თანხების ამოსაღებად

კრიპტო ბირჟა Binance-ის ამერიკელმა მომხმარებლებმა შეტყობინება მიიღეს 14 დღის განმავლობაში პლატფორმის დატოვების მოთხოვნით, იუწყება Decrypt.

კომპანია სთხოვს Binance.com-ის ექაუნთის მქონე აშშ-ის რეზიდენტებს გაიტანონ თანხები და დარეგისტრირდნენ Binance.US-ზე.

„თუ ეს არ გაკეთდა, თქვენი ანგარიში დაიბლოკება. დაბლოკვის შემდეგ შემდგომი დახმარების მისაღებად მოგიწევთ დაუკავშირდეთ მხარდაჭერის სამსახურს, ”- ნათქვამია ბირჟის წერილში.

Binance-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია მთელი სერიოზულობით ეკიდება უფლებრივი შესაბამისობის საკითხს. მისი თქმით, აშშ-იდან მომხმარებლების გათიშვა არსებული კონტროლის ღონისძიებაა ”და არა რაღაც ახალი”.

ადრე პლატფორმაზე ვაჭრობისთვის ამერიკელ მომხმარებლებს რეგისტრაციის დროს შეეძლოთ მიეთითათ, რომ ისინი არ არიან დაკავშირებული შეერთებულ შტატებთან.

10 ნოემბერს, Binance-მა მომხმარებლებს გაუგზავნა ელექტრონული წერილები მათი IP მისამართების საფუძველზე და სთხოვა 90 დღის განმავლობაში პლატფორმიდან თანხის გატანა.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button