ახალი ამბებითამაშები

Cyberpunk 2077-ის პრობლემები PS4-სა და Xbox One-ზე საბოლოოდ თებერვალში მოგვარდება

CD Projekt RED ხარვეზებისთვის ბოდიშს იხდის და მზადაა დახმარება გაუწიოს ამჟამინდელი თაობის კონსოლის ყველა მფლობელს.

თუ ვიმსჯელებთ გეიმინგ-კონსოლების მიმდინარე თაობის მფლობელების გამოხმაურებით, Cyberpunk 2077-ის გამოშვების გადადება დამატებითი ოპტიმიზაციისთვის საშუალებას არ იძლევა მოხდეს თამაშის ადაპტირება PlayStation 4-ისა და Xbox One-ის მოძველებულ კომპონენტებთან. ეს ფაქტი გასაკვირი არ არის, რადგანაც ეს კონსოლები უკვე 7 წლისაა და მათი ტექნიკური მახასიათებლები მეტად მოკრძალებული იყო 2013 წლის რელიზის დროსაც კი.

CD Projekt RED-ის გუნდმა ვერ მოახერხა თამაშის ოპტიმიზაცია მოძველებული კონსოლებისთვის, დეველოპერმა აღიარა ეს და გაანცხადა, რომ მზად არის ყველა გეიმერს დაეხმაროს თანხის დაბრუნებაში. სტუდიის ახალ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუნდი მუშაობს ხარვეზების გამოსწორებაზე. შემდეგი მნიშვნელოვანი პატჩი ერთ კვირაშია მოსალოდნელი, მომდევნო – იანვრის არდადეგების შემდეგ. მზადდება გამოსწორების კიდევ ერთი პაკეტი, შემდეგ თებერვლის პატჩი და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვარდება თამაშის ყველა სერიოზული პრობლემა PlayStation 4-სა და Xbox One-ზე.

ამასთან, CD Projekt RED მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ გამოსწორებები სასწაულს ვერ მოახდენს და თამაში ძველ კონსოლებზე არ იქნება ისეთივე, როგორც მომდევნო თაობის მოდელებზე. ამიტომაც ყველას ეძლევა თამაშის უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ციფრული ასლების მყიდველებს პრობლემები არ უნდა შეექმნათ – საჭირო ფუნქციონალი ხელმისაწვდომი იქნება ციფრულ პლატფორმებზე. ფიზიკური ასლების მყიდველებს თანხის დასაბრუნებლად მოუწევთ დაუკავშირდნენ მაღაზიას, ხოლო თუ დაბრუნებისას პრობლემები წარმოიქმნება, საჭიროა CD Projekt RED-თან დაკავშირება – სტუდია მომხმარებლებს პირდება, რომ სიტუაციის მოგვარებაში დაეხმარება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button