ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მოსაზრება: ხელისუფლება Bitcoin-ს ჩაახშობს მანამ, სანამ იგი თავის პოტენციალს გამოავლენს

მილიარდერი და საინვესტიციო კომპანია Bridgewater Associates-ის დაფუძნებლის, Ray Dalio-ს აზრით ხელისუფლებები უკანონოდ გამოაცხადებენ Bitcoin-ს, თუ მისი წარმატება ძალიან დიდი იქნება.

Yahoo! Finance-თან ინტერვიუში დალიომ კვლავ განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება Bitcoin-ის პერსპექტივებში და უპირატესობას ოქროს ანიჭებს.

„თუ Bitcoin-ი მართლაც მნიშვნელოვანი გახდება, ხელისუფლება აკრძალავს მას. ისინი მას უკანონოდ გამოაცხადებენ და გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს. ისინი იტყვიან: ”თქვენ ვერ განახორციელებთ გარიგებებს Bitcoin-ით, ვერ გექნებათ Bitcoin-ი”. ამის შემდეგ დაიწყებთ ფიქრს: ”არის ეს დანაშაული? მომიწევს კანონის დარღვევა? ”

დალიომ გაიხსენა, რომ წარსულში ხელისუფლებამ უკვე აკრძალა ოქრო, რომლის ერთადერთ ნაკლი მიიჩნიეს, რომ ის შეიძლებოდა გამოყენებულიყო, როგორც დაგროვების საშუალება.

”მირჩევნია თუ არა Bitcoin-ი ოქროს? არა. ოქრო იქნება ინსტრუმენტი, რომელსაც ცენტრალური ბანკები და მთავრობები აირჩევენ, როგორც ჩვეულებრივი ფულის ალტერნატივას, ”- განაცხადა მან.

პირველი კრიპტოვალუტის გზაზე მილიარდერი სხვა დაბრკოლებებსაც ხედავს, მათ შორის არასტაბილურობას.

„დღესდღეობით ვერ ავიღებ Bitcoin-ს და უპრობლემოდ ვერ ვიყიდი რაიმეს. იგი მეტისმეტად არასტაბილურია იმისთვის, რომ გახდეს დაგროვების საშუალება. ამავე მიზეზით ვერ მოხდება მისი, როგორც გადახდის საშუალების გამოყენება.

დალიო ელის, რომ ციფრული ვალუტების პოპულარობის ზრდასთან ერთად ფიატის ტოკენიზებული ვერსიები ჩაანაცვლებს სტანდარტულ კრიპტოაქტივებს.

„არსებობს Bitcoin-ის მსგავსი ვალუტები, არსებობს ალტერნატიული ვალუტები მოთხოვნა-მიწოდებისა და დაგროვების საშუალების თვალთახედვით. მაგრამ ასევე არსებობს ციფრული ვალუტები – დოლარის, ევროს, ჩინური იუანის ციფრული ვერსიები. ვფიქრობ, მათ უფრო მეტად ვიხილავთ“ – განაცხადა დალიომ.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button