Hi-Techახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

PlayStation 5 და Xbox Series X ბოლო კონსოლები იქნება, მათ შემდეგ ქლაუდ-სერვისების ერა დადგება

Citi Securities Japan-ის ანალიტიკოსებმა ცოტა ხნის წინ საინტერესო პროგნოზი გააზიარეს. მათი თქმით, PS5 და Xbox Series X იქნება ბოლო საოჯახო კონსოლები ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. შემდეგ მათ ჩაანაცვლებს სხვადასხვა ქლაუდ-სერვისი.

ანალიტიკოსების აზრით, ახალი თაობის კონსოლების სასიცოცხლო ციკლი დაახლოებით 6-7 წელს შეადგენს. Microsoft და Sony შეეცდებიან მაქსიმალურად გაახანგრძლივონ ეს ვადა. თუმცა საბოლოოდ, მომავალი თაობის კონსოლები ვეღარ გაუწევენ კონკურენციას ქლაუდ-სერვისებს. 

იაპონელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კონსოლების წარმოება კვლავ გაძვირდება. PS5 და Xbox Series X-ის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში კი ისეთი სერვისები, როგორიცაა Google Stadia, Project xCloud და GeForce Now, მნიშვნელოვნად განვითარდება. მათი ტექნოლოგია გაუმჯობესდება და არსებული თამაშების ბიბლიოთეკა გაიზრდება. 

image.jpeg

ქლაუდ-სერვისების მთავარ უპირატესობად ანალიტიკოსები მიიჩნევენ დაბალი წარმადობის მობილურ პლატფორმებსა და ლეპტოპებზე პროექტების დაწყების შესაძლებლობას. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირი. 

შეჯამების სახით, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომხმარებლები გეიმინგისთვის უარს იტყვიან ვიწროდ სპეციალიზებულ კონსოლებზე, რადგანაც თამაშის ჩართვა შეეძლებათ ნებისმიერ მოწყობილობაზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button