ოჯახირჩევებისიყვარული და სექსი

8 რამ, რაც კაცს ქალში გარეგნობაზე მეტად მოსწონს

1. ინტელექტი

არიან კაცები, რომლებიც ქალში ყველაზე მეტ ყურადღებას ინტელექტს აქცევენ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ უნიკალურად მაღალი IQ უნდა გქონდეთ. ეს გულისხმობს, თუ რამდენად ავლენთ გონიერებას, ამბიციებს, მისწრაფებებს და ამასთანავე, იუმორს.

2. გულწრფელობა

სოციალური ქსელების ეპოქაში შესაძლებელია, რომ სრულყოფილად წარმოჩინდეთ, თუმცა ეს რეალურად არ ხიბლავთ კაცებს. არც ქალებს მოსწონთ კაცები, რომლებიც სოცქსელებში ნაკლოვანებებს მალავენ და სრულყოფილად გამოჩენას ცდილობენ. ადამიანები ერთმანეთით მაშინ იხიბლებიან, როცა ნამდვილები არიან, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

3. ოპტიმიზმი

მხიარული, ენერგიული და პოზიტიური ადაიანი მარტივად ახერხებს გარშემო მყოფთა მოხიბვლას. ასეთი ქალები მაგნიტივით იზიდავენ ადამიანებს. ყველას სურს იყოს ისეთი პარტნიორის გვერდით, რომელიც ცხოვრებას ნათელ ფერებში დაანახებს.

4. წონასწორობა

მშვიდი ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებენ თავის ხელში აყვანას, გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად ხიბლავთ. ეს მიუთითებს, რომ ის შესანიშნავად ფლობს ემოციების მართვის ხელოვნებას, რაც ცხოვრების სწორად წარმართვისთვის უმნიშვნელოვანესია.

5. ერთგულება

არავის სურს ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც გამუდმებით იტყუება. კაცი განსაკუთრებით იხიბლება ერთგული ქალით, რომელსაც შეუძლია ყველაზე მწარე სიმართლეც კი გულწრფელად თქვას.

6. პატივისცემა

ადამიანს განსაკუთრებით მომხიბვლელს ხდის ის, თუ როგორ ექცევა ის გარშემო მყოფებს. ყველას უნდა შეეძლოს სხვების მიმართ პატივისცემის გამოხატვა და საკუთარი ინტერესების გამო სხვისი სურვილები და ინტერესები არ უნდა უგულებელყოს.

7. პუნქტუალობა

არავის მოსწონს გამუდმებით ლოდინი. როცა ქალი პუნქტუალურია, არასდროს აგვიანებს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის მამაკაცი ღირებულია.

8. მეგობრობა

ჰკითხეთ რომელიმე მამაკაცს, რატომ შეუყვარდა კონკრეტული ქალი. ბევრ მიზეზებთან ერთად, ის აუცილებლად გეტყვით, რომ ამის მიზეზი მისი განსაკუთრებით მეგობრული ხასიათია… რომ მარტივად უმეგობრდება ადამიანებს, ყველას პატივისცემით ექცევა.

Source
https://feedc.com/post/299150

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button