ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

საინფორმაციო მედია: Bitcoin-მაინერებს ჩინეთში არაფერი გააჩნიათ ელექტროენერგიის გადასახდელად

ჟურნალისტ კოლინ ვუს თქმით, ჩინელ მაინერებს სერიოზული პრობლემები აქვთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. მიზეზი გახლავთ ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები კრიპტოვალუტის გაცვლის შესახებ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

ჩინეთის ხელისუფლებამ წამოიწყო კამპანია კრიპტო ტრეიდერებისთვის საბანკო მომსახურების შეჩერების, მათი ანგარიშების, საბანკო ბარათების დაბლოკვისა და ონლაინ ბანკინგის ხელმისაწვდომობის დახურვის შესახებ.

ვუს თქმით, ტრეიდერებმა შეწყვიტეს თანხების ამოღება იუანით. ამასთან, არსებობს ციფრული აქტივების ტრეიდერთა კატეგორია, რომელთაც ძალიან სჭირდებათ ეროვნული ვალუტა – მაინერები. მათ ელექტროენერგის გადასახდელად სჭირდებათ ფიატური ფული, რაც ხარჯების დიდ ნაწილს შეადგენს.

ადგილობრივი ინდუსტრიული საზოგადოების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაინერების 74% გადახდის სირთულეებს განიცდის. ზოგი იძულებული გახდა გაეჩერებინა ტექნიკა, რადგან ვერ მიიღეს იუანი კრიპტოვალუტისგან.

ბევრმა ბირჟისგარე ტრეიდერმა, რომლებიც სპეციალიზებულნი იყვნენ მაინერების მომსახურებაზე, ასევე შეწყვიტეს საქმიანობა.

კოლინ ვუ მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა დააჩქარებს მაინერების გადინებას ქვეყნიდან შეერთებულ შტატების, ყაზახეთისა და სხვა, მეგობრული რეგულაციების მქონე იურისდიქციების მიმართულებით.

შეგახსენებთ, Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ჩინეთში მაინერების წილი Bitcoin-ის ჰეშრეითში მცირდება სხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და ყაზახეთში სიმძლავრის ზრდის ხარჯზე.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button