რჩევებისილამაზეჯანმრთელობა

5 სასაცილო მითი აკნეს შესახებ

🔴 აკნე – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო, არის და იქნება, თუმცა ვიცით, რომ სწორედ აქტუალურ თემებზე ვრცელდება ბევრი ჭორი, მითი და სამწუხაროდ, ზოგჯერ, ხალხს ეს სიმართლე ჰგონია. 🤦🏻‍♂️

მითი I – აკნეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები იწვევს

– მეგობრებო, ის, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებამ შეიძლება კანზე გამოყანარი გამოწვიოს, არ არის მითი, მაგრამ ის, რომ ამას აკნე უწოდო, ნამდვილად არასწორია. აკნე არის ზედმეტად გამოყოფილი ცხიმით გამოწვეული გამონაყარი და არა კუჭ-ნაწლავის პათოლოგიით.

მითი II – აკნეს მკურნალობა გადასხმებით შესაძლებელია

– იცით, ამაზე თანამედროვე დერმატოლოგები რას ამბობენ? – ამ პროცედურის თვითნებურად ჩატარება შეუძლებელია და არანაირი შედეგი არ აქვს. ამავე დროს, ნურც იმას იფიქრებთ, რომ რასაც ყველა საუბრობს, ის აუცილებლად სიმართლეა.

მითი III – სპირტი აკნეს პრევენციისთვის კარგი საშუალებაა

– სპირტი კარგი სადეზინფექციოა, მაგალითად, პარსვის შემდეგ, ჭრილობაზე წასასმელად და ა.შ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ცხიმიან კანზე და აკნეზე არ შეიძლება სპირტი. ის ცხიმს კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გამოყოფას დაასტიმულირებს და მოგიწევთ სახეზე ახალი მეგობრები ზიდოთ.

მითი IV – სარეცხის საპონი მამა-პაპური, უებარი წამალია

– მოდით, ვთქვათ, რა არის სარეცხის საპონი? – ქონი და სოდა. არცერთი მათგანი აკნეზე არ შეიძლება. + ნივთიერება საპონი დამატებით აუარესებს აკნეს, რადგან ცხიმოვან ჯირკვლებს აიძულებს კიდევ უფრო მეტი ცხიმის გამოყოფას. არ წაისვათ სახის კანზე სარეცხის საპონი. აი, იღლების გასათეთრებლად ნამდვილად გადასარევი პროდუქტია.

მითი V – სახეზე ათასი პროდუქტის შეზელა აკნეს შველის

– ეჰ… მესმის, რომ YouTube – ზე სხვას ვერაფერს ნახავთ, მაგრამ ოდესმე, რომელიმე ბლოგერის კანზე აკნე დაგინახავთ? 😂 რა თქმა უნდა, არა. იმიტომ, რომ მათ აკნე არც ჰქონიათ და ვისაც ჰქონია, კარგად იცის, რომ უამრავი პროდუქტის ბარაქიანად სახეზე შეზელა: დააცობს ფორებს, არ მისცემს ცხიმს გარეთ გამოსვლის საშუალებას, ჩაგროვდება კანის შიგნით და კანქვეშა გამოანაყრს გააჩენს, რომლის მკურნალობაზე მარტივი, ალბათ, ავარიის შემდეგ ძვლების გამთელებაა. არავის გისურვებთ კანქვეშა აკნეს!😊 იმედია, მითების გავლენის ქვეშ აღარ მოვექცევით. 🙌🏻 • • #გააჟღერე

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button