ახალი ამბებიმეცნიერებარობოტებიტექნოლოგია

შექმნეს რობოტი-მიკრობი, რომელიც სისხლძარღვებში გადაადგილდება

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რობოტები  არ არის მხოლოდ ოთხფეხა მექანიზმები, როგორიცაა მაგალითად SpotMini, რომელთაც შეუძლიათ შეასრუონ სხვადასხვა სამუშაოები. მათ პარალელურად ინჟინრები ასევე მუშაობენ მექანიზმებზე, რომელთაც თავიანთი მცირე ზომების წყალობით შეუძლიათ გადაადგილდნენ ცოცხალი ორგანიზმის შიგნით და მედიკამენტი მიაწოდონ საჭირო, რთულადმისაწვდომ ადგილას.

ლოზანას პოლიტექნიკური სკოლისა და ციურიხის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლის მკვლევარებმა შექმნეს რობოტი-მიკრობი, რომელიც თავსებადია სხვადასხვა ტიპის სითხესთან და შეუძლია გადაადგილდეს სისხლძარღვებში.

პროექტის ხელმძღვანელმა – სელმან საკარმა განაცხადა, რომ მიკრო-რობოტის გარე სტრუქტურის შექმნისას ისინი ემყარებოდნენ კირიგამის პრინციპებს (კირიგამი არის იაპონური ხელოვნება, რომლის მიხედვითაც ქაღალდისა და მაკრატლის გამოყენებით სხვადასხვა სახის ფიგურა მზადდება). მოქნილი კონსტრუქციის წყალობით მიკრო-რობოტს შეუძლია გადაადგილდეს წვრილ ძარღვებშიც შეფერხების გარეშე.

„ჩვენს რობოტს განსაკუთრებული შემადგენლობა და სტრუქტურა გააჩნია, რომელიც მას საშუალებას აძლევს ადაპტირება მოახდინოს იმ სითხის მახასიათებლებთან, რომელშიც გადაადგილდება. მაგალითად, თუკი ის ხვდება სითხის სიბლანტის ან ნაწილაკების კონცენტრაციის ცვლილებების გარემოში, თავადაც იცვლის ფორმას, რათა შეინარჩუნოს სიჩქარე და მანევრირება ისე, რომ არ დაკარგოს კონტროლი მოძრაობის მიმართულებაზე“.

image.png

რობოტი-მიკრობი დამზადებულია ნანოკომპოზიტისგან, რომელიც შევსებულია მჭიდროდ დაკავშირებული პოლიმერული ქსელით – სწორედ ეს ანიჭებს მას ელასტიურობას. იმის ნაცვლად, რომ რობოტი აღეჭურვათ საკმაოდ დიდი სენსორებითა და აკუმულატორით, მკვლევარებმა მაგნიტური ნანონაწილაკები გამოიყენეს. ეს ნაწილაკები რეაგირებენ ელექტრული ველის ცვლილებებზე. ამის წყალობით მეცნიერებმა შეძლეს რობოტი დეფორმაციაზე დაეპროგრამებინათ.
„ბუნებაში უამრავი მიკროორგანიზმია, რომლებიც ფორმას იცვლიან გარემომცველი პირობების მიხედვით. სწორედ ამ პრინციპმა შთაგვაგონა მიკრორობოტების შექმნა“ – აცხადებენ მკვლევარები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს შემდეგ საკითხს: მიკრორობოტების დასამზადებლად საჭიროა კომპონენტების მინიმუმი, რისი წყალობითაც მათი წარმოება ძალიან იაფი ჯდება. მეცნიერები აპირებენ ეტაპობრივად დახვეწონ მიკრორობოტების კონსტრუქცია, რათა მათ შეძლონ მაქსიმალურად რთულ გარემოში გადაადგილება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button