PayPal-მა დაიწყო Bitcoin-ით ყიდვა-გაყიდვის პროცესი აშშ-ის მომხმარებლებისთვის
საგადახდო კომპანია PayPal-მა განაცხადა ამერიკელი მომხმარებლებისთვის Bitcoin-სა და რამდენიმე Altcoin-ზე წვდომის გახსნის შესახებ.
მხარდაჭერილი კრიპტოვალუტებია Bitcoin, Bitcoin Cash, Ethereum და Litecoin.
”მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშის ყველა მფლობელს უკვე შეუძლია კრიპტოვალუტის ყიდვა, შენახვა და გაყიდვა პირდაპირ PayPal-ის საშუალებით”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კრიპტოსავალუტო ტრანზაქციები ავტომატურად კონვერტირდება ფიატში. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრეიდერებს არ მოუწევთ იმ ტრადიციული სისტემის მიღმა გასვლა, როგორსაც ისინი იყენებდნენ.
PayPal-ს ახალი ფუნქციის განსახორციელებლად კომპანია Paxos-თან პარტნიორობით ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების დეპარტამენტის მიერ მიენიჭა შეზღუდული ლიცენზია.
PayPal-მა დაადასტურა პლატფორმასთან დაკავშირებულ 26 მილიონ პუნქტში პროდუქტისა და მომსახურების მიღების გადასახდელად კრიპტოვალუტის გამოყენების შესაძლებლობა.
კრიპტოვალუტის შესაძენად დადგენილი ყოველკვირეული ლიმიტი, რომელიც ადრე კვირაში 10 ათასი აშშ დოლარი იყო, გაიზარდა 20 ათას აშშ დოლარამდე.
შეგახსენებთ, რომ PayPal-მა ოქტომბერში გამოაცხადა Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის ფუნქციის დაწყება.
აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა ასევე თქვა, რომ კომპანიას შეუძლია დაიწყოს მუშაობა ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებთან (CBDC). მისი აზრით, მათი გამოშვება მხოლოდ დროის საკითხია.