ზღაპარისაბავშვო

ერთი ღამე სამოთხეში – იტალიური ზღაპარი

ერთ სოფელში ორი ჭაბუკი ცხოვრობდა. ისე უყვარდათ ერთმანეთი, ისეთი გულითადი მეგობრები იყვნენ, რომ ფიცი დადეს: ჩვენში ვინც პირველი და-ქორწინდება, მეორე, თუნდაც ცხრა მთას იქით იყოს გადაკარგული, მოძებნოს და მეჯვარედ წაიყვანოსო.
დიდხანს არ გაუვლია ფიცის დადების დღიდან, რომ ერთი ჭაბუკი გარდა-იცვალა. როცა მეორე ჭაბუკმა ცოლის შერთვა გადაწყვიტა, მღვდელთან წავიდა და უთხრა, ასე და ასეა ჩემი საქმე, ასეთი ფიცი დავდე და ახლა მირჩიეთ, რო-გორ მოვიქცეო.
— ცუდადაა საქმე, — დაიწყო მღვდელმა, — სიტყვის გატეხა არ შეიძლება. წადი შენი მეგობრის საფლავზე და ქორწილში მოიწვიე. შენ შენი ვალი მოიხა-დე, მოვა თუ არა, ეს უკვე მისი საქმეაო.
წავიდა ჭაბუკი, დადგა მეგობრის საფლავთან და ჩასძახა:
— ჰეი, მეგობარო, პირობა უნდა შეასრულო. დღეს ქორწილი მაქვს, მეჯვა-რედ წამომყევიო.
უცებ მიწა გაირღვა და საფლავიდან ჭაბუკი ამოხტა.
— წამოვალ, ძმაო, წამოვალ, პირობას როგორ გავტეხ, — უთხრა მიცვალე-ბულმა, — თორემ ვინ იცის, რამდენ ხანს მაყურყუტონ სალხინებელშიო.
ჯერ ნეფის ოჯახში მივიდნენ, იქიდან ეკლესიაში წავიდნენ ჯვარის დასაწე-რად. მერე საქორწილო სუფრას შემოუსხდნენ. მიცვალებული მხიარულობდა, ყვებოდა ამ მთისას, იმ მთისას, იმ ქვეყანაზე კი, საიდანაც მოვიდა, სიტყვა არ წამოსცდენია. ნეფეს სწორედ იმ ქვეყნის ამბავი აინტერესებდა, მაგრამ ვერ გა-ბედა, ვერაფერი ჰკითხა. ვახშამი რომ მოათავეს, მიცვალებული ადგა და მეგო-ბარს უთხრა:
— აი, ძმაო, მოვედი, გასიამოვნე. ახლა კი ჩემი წასვლის დროა. ხომ არ გამა-ცილებო?
— როგორ არა, ოღონდ ცოტაზე გაგყვებიო.
— წამო, შორს არ წაგიყვანო!
ნეფე გადაეხვია პატარძალს და უთხრა:
— ერთი წუთით გავალ, მალე დავბრუნდებიო, — და გარეთ გაჰყვა მეგო-ბარს.
მეგობრები მასლაათით გაუყვნენ გზას. მივიდნენ სასაფლაოზე, გადაეხვივ-ნენ ერთმანეთს. ცოცხალმა გაიფიქრა: ‘ახლა თუ არა ვკითხე იმ ქვეყნის ამბავი, როდისღა გავიგებო», — და მიცვალებულს უთხრა:
— ძმაო, შენ ხომ მიცვალებული ხარ. მოდი, იმ ქვეყნის ამბავი მიამბეო.
— რა უნდა გიამბო, წამომყევი და საკუთარი თვალით ნახე ყველაფერიო, — უპასუხა მიცვალებულმა.
გაიღო სამარის კარი და ცოცხალი მიცვალებულს ჩაჰყვა პირდაპირ სამოთხე-ში. მიცვალებულმა ბროლის ლამაზ სასახლესთან მიიყვანა ცოცხალი, შეაღეს ოქროს კარი, შევიდნენ ამ მშვენიერ სასახლეში. თურმე იქ ნეტარ სულებს ლხი-ნი გაეჩაღებინათ, ანგელოზები ფანდურზე უკრავდნენ, წმიდა პეტრე — კონ-ტრაბასზე. ცოცხალი პირდაღებული უყურებდა. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იდგებოდა ასე გაშტერებული, მაგრამ სხვაც ბევრი ჰქონდა სანახავი და მიცვა-ლებულმა უთხრა:
— წამო, წავიდეთო.
მეგობრები ბაღში გავიდნენ. ხეებს ფოთლები არ ესხა, ტოტებზე ჭრელ-ჭრე-ლი ჩიტები შემომსხდარიყვნენ და ისე ტკბილად გალობდნენ, რომ მათ მოსმე-ნას არაფერი სჯობდა.
— კარგი, წამო, რა მოჯადოებული უყურებო? —უთხრა მიცვალებულმა ცოცხალს.
მეგობრები ახლა მდელოზე გავიდნენ და ანგელოზები დაინახეს. ისეთი ნა-ზები და მხიარულები იყვნენ ანგელოზები, თითქოს მიჯნურები არიანო.
— ახლა კი ვარსკვლავებს შევხედოთ, — უთხრა ცოცხალს მიცვალებულმა.
ოჰ, როგორ კაშკაშებდნენ ის ვარსკვლავები, როგორ ციმციმებდნენ, თვალს ვერ მოწყვეტდა ადამიანი. ახლა მდინარეებს არ იკითხავთ! წყლის მაგივრად ღვინო მოედინებოდა კალაპოტში, ნაპირები კი ყველისა ჰქონდა.
უცებ ცოცხალი გამოერკვა:
— ძმაო, აქ კარგა ხანს დავყოვნდი. შინ დაბრუნების დროა. ცოლი შეწუხდე-ბოდაო.
— მოგბეზრდა აქ ყოფნა?
— მომბეზრდა? არა, რას ამბობ! ჩემს ნებაზე რომ იყოს……
— თუ ასეა, დარჩი. იცი, კიდევ რამდენ საოცარ რამეს გაჩვენებ?
— ვიცი, მაგრამ ვეღარ დავრჩები. ჩემი წასვლის დროაო.
— კარგი, როგორც გენებოსო, — უპასუხა მიცვალებულმა, მიაცილა მეგობა-რი საფლავის კარამდე და გაუჩინარდა.
ამოვიდა ნეფე საფლავიდან, მიიხედ-მოიხედა და ვეღარ იცნო სასაფლაო. ყოველ ნაბიჯზე დიდი ძეგლები და ქანდაკებები იდგა, უზარმაზარი ხეები
ჩრდილავდა სასაფლაოს, ნეფე გასცილდა იქაურობას და თვალწინ უფრო საო-ცარი სურათი გადაეშალა: გაუთლელი ქვის პაწია სახლები გამქრალიყო, მათ ადგილზე უზარმაზარი სასახლეები იდგა. დაქროდნენ ავტომობილები, ტრამ-ვაი, თვითმფრინავები…
‘ნეტა სადა ვარ, ეს რა საოცრებაა, გზა ხომ არ ამებნა. ან რა უცნაურად გამოწ-ყობილი ხალხი დადის ქუჩაში?» — უკვირდა ნეფეს. ერთი მოხუცი კაცი დაინა-ხა, მივიდა მასთან და ჰკითხა:
— კეთილო მოხუცო, ეს ესა და ეს სოფელიაო?
— სწორედ ისაა, ოღონდ სოფელი კი არა, ქალაქიაო, — მიუგო მოხუცმა.
‘ეშმაკმა უწყის, სად ამოვყავი თავი», — გაიფიქრა ნეფემ და ისევ მოხუცს მი-უბრუნდა:
— იმ კაცის სახლი ხომ არ იცი. გუშინ ჯვარი რომ დაიწერაო?
— გუშინ? მე აქაური მნათე ვარ. გუშინ აქ ჯვარი არავის დაუწერია, — მიუგო მოხუცმა.
— რასა ბრძანებთ, გუშინ მე თვითონ დავიწერე ჯვარი, — წამოიძახა ნეფემ და დაწვრილებით უამბო, რაც გადახდა.
— ალბათ ჭკუაზე შეიშალე, — გაიცინა მოხუცმა. — ხალხში, ეს ამბავი დიდი ხანია გავრცელებულია: ახლად ჯვარდაწერილმა ჭაბუკმა მიცვალებული მია-ცილა საფლავამდე და უკან აღარ დაბრუნებულა, პატარძალი კი ჯავრს გადაჰ-ყვაო.
— სწორედ მე ვარ, სინიორ, ის ვაჟი!
— იცი, რას გეტყვი? ჩვენს ეპისკოპოსს მოახსენე შენი ამბავი.
— ეპისკოპოსს? ამ სოფელში მრევლს მღვდლის მეტი არავინა გვყავს.
— რას ამბობ, რომელი მღვდელი! რამდენი წელია, რაც ეპისკოპოსი გვყავს, — მიუგო მნათემ და ეპისკოპოსთან წაიყვანა.
როცა ჭაბუკმა ეპისკოპოსს უამბო, რაც გადახდა, ეპისკოპოსს გაახსენდა, რომ ეს ამბავი ბავშვობაში ჰქონდა გაგონილი. გადმოალაგა ძველთა ძველი საეკლე-სიო წიგნები და დაუწყო ფურცვლა. ოცდაათი წლის წინათ არ მომხდარა. ორ-მოცდაათი წლის წინათ არ მომხდარა, ასი წლის წინათ არ მომხდარა, ორასი წლის წინათ არ მომხდარა. დიდხანს ქექავდა ეპისკოპოსი ქაღალდებს და ბო-ლოს, ერთ მთლად გაყვითლებულ, გაცრეცილ ფურცლებზე წაიკითხა იმ ვაჟი-სა და მისი ცოლის გვარი და სახელი.
— სამასი წლის წინათ მომხდარა ეს ამბავი, — თქვა ეპისკოპოსმა. — ჭაბუკს მიცვალებული მეგობარი მიუცილებია საფლავამდე და აღარ დაბრუნებულა. მისი ცოლი კი ჯავრს გადაყოლია. აი, შენი თვალით ნახე, თუ არა გჯერაო.
— ეს ჩემი გვარია, სწორედ მე ვარ ის ვაჟიო.
— მაშ, იმ ქვეყნიდან დაბრუნდი? ხმა ამოიღე, ჩქარა გვიამბე, რა ნახეო.
მაგრამ ვაჟმა ხმის ამოღება ვერ მოასწრო, უცებ მკვდრის ფერი დაედო, წაიქ-ცა და იქვე სული დალია.
ფრიული

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button