ზღაპარისაბავშვო

კიბორჩხალადქცეული უფლისწული

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეთევზე. თევზს იჭერდა და ჰყიდდა, მაგრამ იმ ორიოდე გროშით, რასაც თევზით ვაჭრობით შოულობდა თავის დიდ ჯა-ლაბს ვერ არჩენდა. საცოდავებს პოლენტაც კი ენატრებოდათ. წავიდა ერთხელ მეთევზე სათევზაოდ, გადააგდო ზღვაში ბადე, მოსწია, რაღაც ძალიან მძიმე მოჰყვა ბადეს. გაჭირვებით ამოათრია ბადე, დახედა და გაოცდა: უშველებელი კიბორჩხალა გახვეულიყო შიგ.
— აი, მესმის ნანადირევი, — გაუხარდა მეთევზეს, — მეშველა, ახლა მაინც გავაძღებ ჯალაბს პოლენტათიო.
მეთევზე ჯერ შინ წავიდა და ცოლს უთხრა: მარდად დატრიალდი, ცეც-ხლზე ქვაბით წყალი დადგი, პოლენტის ფულს ხელად გავაჩენო, და კიბორჩხა-ლა ხელმწიფეს წაუღო.
— თქვენო უდიდებულესობავ, წყალობა მოიღეთ, იყიდეთ კიბორჩხალა. ჩე-მი ცოლი უკვე წყალს ადუღებს პოლენტისათვის, მე კი ფული არ მაქვსო, — უთხრა ხელმწიფეს.
— აბა, რად მინდა ეგ შენი კიბორჩხალა, წადი და სადაც გენებოს, იქ გაყი-დეო, — უპასუხა ხელმწიფემ.
ის იყო იმედგაცრუებული მეთევზე უკანვე უნდა გაბრუნებულიყო, რომ ხელმწიფის ასული შემოვიდა.
— უჰ, რა მშვენიერი კიბორჩხალაა! მამა, საყვარელო, მიყიდე კიბორჩხალა, გთხოვ! ჩემს აუზში გავუშვებ ოქროს თევზებთან და კეფალებთან ერთადო, — შეეხვეწა ხელმწიფის შვილი.
ხელმწიფის ასულს ძალიან უყვარდა თევზები. დიდი ხანი იჯდა ხოლმე ბაღში, აუზის პირას, და უცქეროდა, როგორ ცურავდნენ კეფალები და ოქროს თევზები.
ხელმწიფეს მზე და მთვარე თავის ქალზე ამოსდიოდა, ასეთ პატარა სათხო-ვარზე უარს როგორ ეტყოდა. ადგა და უყიდა კიბორჩხალა.
მეთევზემ კიბორჩხალა აუზში ჩაუშვა, მისცეს ერთი ქისა ოქრო და გახარე-ბული წავიდა შინ, მთელი თვე ჩემს ცოლ-შვილს პოლენტა არ მოაკლდებაო.
ხელმწიფის ქალი აუზს აღარ შორდებოდა, სულ იქ იჯდა და უყურებდა კი-ბორჩხალას. შეისწავლა მისი ჩვევები. ქალმა შეამჩნია, რომ ზუსტად შუადღეზე კიბორჩხალა სადღაც იკარგებოდა და მთელი სამი საათი აღარ გამოჩნდებოდა ხოლმე. ერთხელ, ქალი ჩვეულებრივ რომ ტკბებოდა კიბორჩხალას მზერით, ზარის წკრიალი შეესმა. ადგა, გავიდა აივანზე, გადაიხედა და მათხოვარი დაი-ნახა. ხელმწიფის ქალმა მათხოვარს ერთი ქისა ოქრო გადაუგდო, მაგრამ მათ-ხოვარმა ქისა ვერ დაიჭირა, წყლით სავსე ღრმა ხანდაკში ჩაუვარდა.
მათხოვარი ხანდაკში ჩავიდა ქისის საძებრად, ჩაიყურყუმელავა და წყალ-ქვეშ გაცურა. იცურა, იცურა და, უცებ ერთ მშვენიერ წყალსაცავში ამოყო თავი. წყალსაცავი მიწისქვეშა დიდ დარბაზში იყო გამართული. დარბაზი ხალიჩე-ბით მოეფინათ, მაგიდაზე ჭურჭელი და ბოთლები ეწყო. ამოძვრა მათხოვარი წყლიდან და ხალიჩას ამოეფარა. შუადღემ რომ მოატანა, უზარმაზარი კიბორ-ჩხალა ამოცურდა წყლის ზედაპირზე. კიბორჩხალაზე ალი იჯდა. დაჰკრა ალმა ჯადოსნური ჯოხი კიბორჩხალას. კიბორჩხალას ბაკნიდან მშვენიერი ჭაბუკი გამოძვრა. მიუსხდნენ ალი და ჭაბუკი მაგიდას. დაჰკრა ალმა ჯადოსნური ჯო-ხი სუფრას და ლანგარი ხელად ნაირ-ნაირი საჭმლით გაივსო, ბოთლები კი — ღვინით. კარგად რომ დანაყრდნენ, ჭაბუკი ისევ თავის ბაკანში შეძვრა, დაჰკრა ალმა ჯადოსნური ჯოხი, მოახტა კიბორჩხალას და წყალში შეცურდნენ.
მათხოვარი სამალავიდან გამოძვრა, ჩაიყურყუმელავა წყალსაცავში, იცურა, იცურა და უცებ ხელმწიფის ქალის აუზში ამოყო თავი. ხელმწიფის ქალი ისევ
აუზთან იჯდა და თავის თევზებს დასცქეროდა. მათხოვარი რომ დაინახა, გა-უკვირდა:
— აქ რა გინდაო? — ჰკითხა.
— ჩუ, ხელმწიფის ქალო! ისეთ ამბავს გეტყვით, ყურს არ დაუჯერებო! — მი-უგო მათხოვარმა, ამოვიდა აუზიდან და დაწვრილებით უამბო, რაცა ნახა.
— აჰა, ახლა კი ვიცი, შუადღეზე მთელი სამი საათით სად იკარგება ხოლმე ჩემი კიბორჩხალა. ხვალ შუადღეზე მე და შენ ერთად მივიდეთ იმ დარბაზშიო, — უთხრა ხელმწიფის ქალმა მათხოვარს.
მეორე დღეს ხელმწიფის ქალი და მათხოვარი გაჰყვნენ მიწისქვეშა არხს და იმ მიწისქვეშა დარბაზში მივიდნენ. ორივე ხალიჩას ამოეფარა. შუადღე რომ დადგა, კიბორჩხალაზე მჯდარი ალიც გამოჩნდა. დაჰკრა ალმა ჯადოსნური ჯოხი კიბორჩხალას, ამოვიდა ბაკნიდან მშვენიერი ჭაბუკი და მაგიდას მიუჯ-და.
ხელმწიფის ქალი ისედაც შეჰხაროდა კიბორჩხალას და ახლა მისი ბაკანიდან მშვენიერი ჭაბუკი რომ ამოვიდა, უცებ შეუყვარდა. ვიდრე ალი და ჭაბუკი სა-დილს შეექცეოდნენ, ხელმწიფის ქალი ჩუმად მიიპარა კიბორჩხალას ბაკანთან და შიგ დაიმალა.
შეძვრა ჭაბუკი თავის ბაკანში და ხელმწიფის ქალი არ დახვდა იქ!
— ეს რა ჰქენი, ალმა რომ გაიგოს, ორივე დავიღუპებითო, — წაუჩურჩულა ხელმწიფის ქალს.
— როგორმე უნდა გიხსნა ჯადოსაგან, მითხარი, რით გიშველოო? — ჰკითხა ქალმა ჭაბუკს.
— ვაი, რომ ეგ არც ისე ადვილია. ჯადოსგან ჩემი დახსნა მხოლოდ იმ ქალს შეუძლია, ვინც სიცოცხლეზე მეტად შემიყვარებსო, — უპასუხა ჭაბუკმა.
— თავს არ დავზოგავ, ოღონდ კი გიხსნაო, — შეჰფიცა ქალმა.
ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, ალი კიბორჩხალას მოახტა და ჯადოსნური ჯოხი დაჰკრა. კიბორჩხალა მიწისქვეშა არხს გაჰყვა, — ალი ზღვაში გაიყვანა. ალს ეჭ-ვიც არ აუღია, თუ კიბორჩხალას ბაკანში ხელმწიფის ქალი იყო დამალული და მშვიდად გაცურა. ხელმწიფის ქალი და ჭაბუკი მარტო დარჩნენ, მაგრად გადა-ეხვივნენ ერთმანეთს და აუზისკენ გაცურეს. გზაში უფლისწულმა, დიახ, ის უფლისწული იყო, ქალს უთხრა, როგორ შეიძლებოდა მისი დახსნა.
— შეარჩიე ყველაზე მაღალი კლდე ზღვის პირას, დადექი იმ კლდის წვერ-ზე, ვიოლინო დაუკარი და იმღერე, ვიდრე ზღვის ტალღებში ალი არ ამოჰყოფს თავს. ალს გაგიჟებით უყვარს მუსიკა, როგორც კი გაიგონებს შენს სიმღერას, წყლიდან ამოვა და გეტყვის: ‘დაუკარ, დაუკარ, მზეთუნახავო, ძალიან მიყვარს მუსიკა». შენ უპასუხე: დავუკრავ, თუ მაგ ყვავილს მაჩუქებ, თმაში რომ გაქვს გაყრილი-თქო. ჩაიგდებ თუ არა ყვავილს ხელში, ჯადო ამეხსნება. იმ ყვავილ-შია ჩემი ხსნაო.
კიბორჩხალა აუზში შეცურდა.
ამ დროს მათხოვარი მიწისქვეშა არხით აუზში დაბრუნდა, ხელმწიფის ქალი ვერსად რომ ვერ ნახა, შეეშინდა, ხომ არაფერი დაემართაო. ცოტა ხანში აუზი-
დან ხელმწიფის ქალი ამოვიდა, მათხოვარს მადლობა უთხრა და უხვადაც დაა-ჯილდოვა. მერე ხელმწიფესთან მივიდა და გამოუცხადა: დაკვრა და სიმღერა უნდა ვისწავლოო.
ხელმწიფე უარს არაფერზე ეუბნებოდა თავის ქალს. მაშინვე ბრძანება გასცა, — საუკეთესო მომღერლები და მუსიკოსები შეკრიბეთო.
ისწავლა ხელმწიფის ქალმა ვიოლინოს დაკვრა და სიმღერა და ერთხელ მა-მას უთხრა:
— ზღვის პირას ყველაზე მაღალი კლდის წვერზე უნდა დავდგე და ვიოლი-ნო დავუკრაო.
— კლდის წვერზე, ზღვის პირას? ხომ არ გაგიჟდი, შვილო! — წამოიძახა ხელმწიფემ.
ბოლოს მაინც შეუსრულა სურვილი თავის ქალს. თეთრებში გამოწყობილი რვა სეფექალი გააყოლა თან, უბედურება არაფერი მოხდესო, უკან მეომრების რაზმიც მიჰყვებოდათ. მეომრებს უბრძანა ხელმწიფემ, ერთი წუთით თვალი არ მოაშოროთ ჩემს ქალსო.
დადგა ხელმწიფის ქალი მაღალი კლდის წვერზე. თეთრად მოსილი სეფექა-ლები მის ირგვლივ რვა კლდის წვერზე ჩამწკრივდნენ. გაისმა თუ არა ვიოლი-ნოს ხმა, ალმა მაშინვე ამოყო თავი წყლიდან და ხელმწიფის ქალს დაუძახა:
— უჰ, რა საუცხოო ჰანგია. დაუკარ, დაუკარ, მზეთუნახავო. რომ იცოდე, როგორ მსიანოვნებსო!
— კარგი, დავუკრავ, ოღონდ ეგ ყვავილი მაჩუქე, თმაში რომ გაქვს გაყრილი. ძალიან მიყვარს ყვავილებიო, — უპასუხა ხელმწიფის ქალმა.
— მე ამ ყვავილს ზღვაში გადავაგდებ, თუ დაიჭერ, შენი იყოსო! — უპასუხა ალმა.
— კარგიო, — თქვა ხელმწიფის ქალმა და დაუკრა.
დაკვრა და სიმღერა რომ დაამთავრა, ალს დაუძახა, დაპირებული ყვავილი მიბოძეო.
— აჰა, დაიჭირეო! — უპასუხა ალმა და ზღვაში შორს გადაისროლა ყვავილი.
უცებ ქალი კლდის წვერს მოსწყდა და ზღვაში გადაეშვა, გაცურა იქით, სა-დაც ტალღებზე მშვენიერი ყვავილი ქანაობდა.
— ხელმწიფის ქალი! ხელმწიფის ქალი! გვიშველეთ! — წიოკობდნენ კლდე-ზე მდგარი სეფექალები, ქარი ქალებს თეთრ სამოსს უფრიალებდა. ხელმწიფის ქალი კი მიცურავდა და მიცურავდა, ხან ჩაიკარგებოდა ტალღებში, ხან ისევ გა-მოჩნდებოდა. ის იყო ქალს ძალა გამოელია, რომ ტალღები წამოიქოჩრნენ და ყვავილი ხელში ჩაუგდეს. მაშინვე წყლიდან კიბორჩხალას ხმა გაისმა:
— შენა ხარ ჩემი მხსნელი და ცოლადაც შეგირთავ. ნუ გეშინია. ახლავე გა-გიყვან ნაპირზე, ოღონდ ჯერ არსად არაფერი წამოგცდეს, ნურც მამაშენს ეტ-ყვი. დღეს ჩემს დედ-მამას გავახარებ, ხვალ კი მამაშენს ვეწვევი და შენს ხელსა ვთხოვო.
— კარგი, კარგიო, — ძლივს მოითქვა სული ქალმა. კიბორჩხალამ ნაპირზე გაიყვანა ქალი.
შინ რომ მივიდა ხელმწიფის ქალი, მამას მხოლოდ ეს უთხრა, ძალიან მხია-რულად გავატარე დროო.
მეორე დღეს, ზუსტად სამ საათზე, სასახლესთან ცხენის ფლოქვების თქარუ-ნი, საყვირის და დაფდაფების ხმა გაისმა. უცხო ქვეყნის შიკრიკი ეახლა ხელ-მწიფეს და მოახსენა, ჩვენს უფლისწულს თქვენი ნახვა სურსო.
უფლისწულმა ხელმწიფეს სთხოვა, თქვენი ქალი მომათხოვეთო, და მერე დაწვრილებით უამბო, რაც გადახდათ.
ხელმწიფე ჯერ გაბრაზდა, როგორ დამიმალეთ ეს ამბავიო, მერე თავისი ასული იხმო.
ქალმა უფლისწული რომ დაინახა, ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო ქმაროო, წამოიძახა და გადაეხვია.
რაღას იზამდა ხელმწიფე, ხელად ქორწილის თადარიგი ბრძანა.
ვენეცია

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button