ბუნება & სამყაროგართობაკოსმოსიმეცნიერებასურათები

მზის ფოტოები მასზე მომხდარი შტორმის დროს

„ნასას” „მზის დინამიკის ობსერვატორიას” შეუძლია, განასხვავოს ტემპერატურის სხვადასხვა დონეები მზის ზედაპირზე, რის შედეგადაც განსაცვიფრებელი კალეიდოსკოპური სურათები მიიღება.

მუქი მონაკვეთები, რომლებსაც მზის გვირგვინის ხვრელები ეწოდებათ, წარმოადგენენ ადგილებს, სადაც გამოიყოფა რადიაციის დაბალი დონე, თუმცა მზის ქარის ნაწილაკების მთავარი წყაროები მაინც ისინი არიან

სურათზე ნაჩვენებია ცხელი აალებადი პლაზმა და მზის გარე ატმოსფერო, რომელსაც „გვირგვინი” ეწოდება

მზეზე მომხდარმა მასიურმა აფეთქებებმა დედამიწის მიმართულებით რადიაცია გამოტყორცნა, რამაც პლანეტის მაგნიტურ ველზე იქონია გავლენა. თუმცა, მეცნიერთა თქმით, ელექტრული მოწყობილობების წყობიდან გამოსვლის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში მდებარე სამეცნიერო სააგენტოს „ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის” კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა რობ სტინბერგმა განაცხადა, რომ შტორმმა ხუთშაბათს ზომიერ დონეს მიაღწია, პარაკევს კი გაძლიერდა. მთელი ხუთშაბათის განმავლობაში შტორმი უმნიშვნელო იყო, თუმცა მაინც გამოიწვია საკმაოდ ეფექტური პოლარული ნათება.

მეცნიერთა თქმით, ასეთი შემთხვევები ადამიანებს ზიანს არ აყენებს, არამედ მხოლოდ ტექნოლოგიას ვნებს.

კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის ვებსაიტის მიხედვით, მზეზე მომხდარ ძლიერ შტორმებს შეუძლიათ, გავლენა მოადინონ მაღალი ძაბვის სისტემებზე და ზოგიერთი სახის თავდაცვით სისტემებზე ცრუგანგაში გამოიწვიონ, ასევე შეაფერხონ ხელოვნური თანამგზავრების მუშაობა და ორიენტაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნან.

ეს აფეთქება მიაკუთვნეს კატეგორიას X5.4, რითაც იქცა რიგით მეორე ყველაზე ძლიერ აფეთქებად X6.9-ის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2011 წლის 9 აგვისტოს

ექსტრემალური სიგრძის ულტრაიისფერი ტალღის ფოტო „ნასას” მიერ

ფერადი ფოტო წარმოადგენს იმ დაკვირვებების ერთობლიობას, რომლებიც „ნასამ” განახორციელა ულტრაიისფერ ტალღებზე

ამინდის პროგნოზიორებმა განაცხადეს, რომ ტექნოლოგიურ და ელექტრულ სისტემებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიდგომიათ, თუმცა მაღალი სიხშირის რადიოკომუნიკაციებში 2 საათიანი შეფერხება იყო, რამაც ძირითადად მოყვარულთა დამზადებულ რადიომოწყობილობებს მიაყენა ზიანი აღმოსავლეთ აფრიკიდან აღმოსავლეთ ავსტრალიამდე რეგიონში.

რობ სტინბერგის თქმით, ხუთშაბათს სხვა აფეთქებაც დაფიქსირდა მზეზე. ის მიაგავდა რამდენიმე დღის წინ მომხდარ აფეთქებას, რომელმაც შემდგომ შტორმის დაწყებას მისცა ბიძგი. „ჩვენ ჯერ კიდევ ვაანალიზებთ და ვარკვევთ, როდის მოაღწევს ის ჩვენამდე”.

კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრს შეატყობინეს კანადისა და ჩრდილოეთ აშშ-ის ცაზე გამოჩენილი პოლარული ნათების შესახებ.

ამჟამინდელი შტორმის საფუძველი მზეზე ხუთშაბათ საღამოს მომხდარი აფეთქება იყო და მისმა სიჩქარემ 4.3 მილიონი კმ/სთ შეადგინა. მეცნიერები ელოდნენ, რომ ეს იქნებოდა 2006 წლის შემდეგ ყველაზე საშინელი შტორმი, მაგრამ რეალურად ასეთი ძლიერიც არ აღმოჩნდა. კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის მეცნიერმა ჯოზეფ კანჩესმა განაცხადა, რომ ყველაზე ძლიერი შტორმი, რაც ისტორიაში დაფიქსირებულა, 1859 წელს მოხდა. „ეს მოვლენა კი სულაც არაა საშინლად ძლიერი. უფრო მეტიც, ის მეტად საინტერესოა.”

მზეზე მომხდარი აფეთქებები ხშირად ასოცირდება მაგნიტურ ქარიშხლებთან, რომლებსაც „კორონარულ ამოფრქვევას” უწოდებენ

რადიოკავშირების შეფერხების გარდა, მზეზე მომხდარმა აფეთქებებმა ელექტრომოწყობილობებშიც გამოიწვია პატარა პრობლემები

ექსტრემალურ ულტრაიისფერ სინათლეში დანახულ მზის ცენტრთან მოჩანს გვირგვინის ხვრელი

მზის აქტიურობა პიკს მომავალს წელს მიაღწევს

ასტრონომების თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზე პასიურობდა და ამიტომ ეს შტორმი, რომელიც ნავარაუდებზე სუსტი აღმოჩნდა, დედამიწისთვის მაინც საფრთხე აღმოჩნდა, რადგან წლების განმავლობაში პლანეტა მსგავსი მოვლენებისგან ისვენებდა.

ეს შტორმი მზის ტრადიციული 11 წლიანი ციკლის შემადგენელი ნაწილია და მისი პიკი შემდეგ წელს იქნება, მანამდე კი ამგვარი შტორმები კიდევ რამდენჯერმე მოხდება. ჯოზეფ კანჩესის თქმით, მზის ის რეგიონი, სადაც ამოფრქვევა მოხდა, ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა და შეიძლება, მსგავსი აფეთქებები განმეორდეს.

ამგვარად აღიქვამდა ჩვენი თვალები მზეს, მისი სიკაშკაშის შესუსტება რომ შეგვეძლოს

ნათელი არეების ქსელის მსგავსი ანაბეჭდი, სადაც გამკვეთრებულია მაგნიტური ველის ხაზების გროვა

ასეთი შტორმები იწყება მზის ლაქებით. თავიდან სუბატომური ნაწილაკების აფეთქება ხდება, რაც დედამიწამდე თავდაპირველი აფეთქებიდან რამდენიმე წუთში აღწევს და რადიოტექნოლოგიის მუშაობის დამუხრუჭებას იწვევს. შემდეგ ხდება კორონარული ამოფრქვევა და ჩვენამდე მოსაღწევად რამდენიმე დღე სჭირდება. აფეთქების დროს პლაზმა ხურდება 10 მილიონ გრადუსამდე და ელექტრონები, პროტონები და მძიმე იონები თითქმის სინათლის სიჩქარის მაჩვენებელს აღწევენ.

მზეზე მომხდარ აფეთქებებს შეუძლიათ, 3 სახის ზიანი მიაყენონ დედამიწაზე არსებულ ტექნოლოგიებს: მაგნიტური, რადიო და რადიაციული გამოყოფით. 1989 წელს მომხდარმა აფეთქებამ კვებეკის (პროვინცია კანადაში) ელექტროქსელი გათიშა, რამაც 6 მილიონი ადამიანი ელეტროენერგიის გარეშე დატოვა.

მზის ქარები ფორმას უცვლიან დედამიწის მაგნიტოსფეროს

ჩრდილოეთ კანადის ქალაქი იელოუნაიფი ჩრდილოეთის ციალის ერთ-ერთი საუკეთესო ხედებით გამოირჩევა

კანადის ცაზე გამოჩენილი პოლარული ნათება

მზეზე მომხდარმა შტორმმა რადიაციის უზარმაზარი ტალღა გამოტყორცნა დედამიწის ატმოსფეროს მიმართულებით, რამაც ზოგიერთი რეგიონის ცაზე საოცარი სანახაობა შექმნა

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button