პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ძირს ცინიზმი

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

თქვენ მიდიხართ გზით ჩემმიერ გაკვალულით,
ჩემი ძვლებით მოფენილით,
ჩემი ტყვიით, დინამიტით გაკვამლულით.
დასტკბით სუფრით მოფენილით.
არაფერი აქ არ არის სასაცილო… (იცინი კი),
ეს დრამაა, მწარე დრამა,
მოხითხითე, მხოლოდ ქურდი და ცინიკი –
ძირს! გვაკმარეთ!!!
ო, გვაკმარეთ!!!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button