
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – წავიდეთ ქარხნებში ..
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
წავიდეთ ქარხნებში, ავტეხოთ განგაში,
მუშებო, შეხედეთ რამდენი –
ევროპის ტყვიებში, გაზებში, ტანკაში
ხსნას ელის სიყალბის ჩამდენი!
სურს დახრწნას სიმაგრე აგურთა
აგვიკლო, ქვეყანა გაქურდა!
გაქურდა და კიდევ, და კიდევ მნიშვნელი
იდუმალ სიტყვების მჭევრობა:
„ევროპა, ფულები! ევროპა, მიშველე,
საერთო საქმისთვის, ევროპა“.
მუშებო, მივუნთოთ
მათ ცეცხლი თაკარი,
დაჰკარი მავნებელს,
დაჰკარი!