
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – წერილიდან მისდამი
როს დამვარდება ხელით სადავე,
გაჰქრება სული და სისადავე,
როს იმ ყვავილებს ცრემლებს ვათოვებ,
გთხოვ: სასიკვდილოდ ნუ მიმატოვებ.
როს გამიმეტებს ჩემი დიდება
და საქართველოს გაბედითება,
როს წაერთმევა სუნთქვა იმედებს,
გთხოვ: შენი ხელი ნუ გამიმეტებს.