ჯანმრთელობა

იწვევს თუ არა დეოდორანტი და ბიუსჰალტერი ძუძუს კიბოს?

ძუძუს კიბო – ეს არის დიაგნოზი, რომლის გაგონებისაც ყველა ქალს შიში იპყრობს. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ რვა ქალში ერთს ცხოვრების რაღაც ეტაპზე ძუძუს კიბო უვითარდება. ამერიკაში ყოველ წელს აღნიშნული დაავადების 300,000 შემთხვევა ფიქსირდება.

უამრავი სამეცნიერო კვლევაა ჩატარებული დაავადების რისკ ფაქტორების, პოტენციური მსხვერპლებისა შესახებ.

ექიმი სალი ნორტონი განმარტავს, რომ ადამიანის ცხოვრების სტილი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კიბოს ბევრი სახეობის განვითარებაში.

მისი თქმით, ამ მხრივ საყირადღებოა კიბოს ისეთი გავრცელებული სახე, როგორიცაა ძუძუს კიბო. არსებობს აზრი, რომ ძუძუს კიბოს განვითარებაზე გავლენას ახდენს გენეტიკური ფაქტორი, და ამ შემთხვევაში, ყველანაირი ძალისხმევა უშედეგოა, თუმცა, ექიმი ნორტონი მიიჩნევს, რომ გენეტიკის როლი უმნიშვნელოა და ადამიანის ცხოვრების სტილი ამ მხრივ გადამწყვეტია.

Dailymail-თან ინტერვიუში ექიმმა ნორტონმა ძუძუს კიბოს შესახებ რამდენიმე ხშირად დასმულ შეკითხვას უპასუხა.

რამდენად არის ძუძუს კიბო გენეტიკასთან დაკავშირებული?

ასი შემთხვევიდან მხოლოდ სამი არის გენეტიკურ ფაქტორთან დაკავშირებული, თუმცა, თუკი ძუძუს კიბოთი თქვენი და ან დედაა დაავადებული, ამან შესაძლოა დაავადების რისკი გააორმაგოს.

რამდენი ქალი ავადდება ძუძუს კიბოთი?

რვიდან ერთი. ეს არის ქალებში კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად პოსტ-მენოპაუზის ასაკში ვითარდება, დაახლოებით ხუთი დაავადებული ქალიდან ერთი 50 წლამდე ასაკისაა.

 როდის უნდა გავიკეთოთ ძუძუსკიბოსსკრინინგი?

50 – 70 წლის ასაკში, თუმცა შესაძლოა ის 47- 73 ასაკშიც განვითარდეს. თუმცა ძუძუს კლინიკური გამოკვლევები 20-30 წლის ასაკის ქალმა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს, ხოლო 40 წლის ასაკიდან უკვე ყოველწლიურად.

რამდენადხშირადუნდაშევამოწმოთ მკერდი თავად?

თვეშიერთხელ. კარგია, რომჩვევად გექცეთ ძუძუს თვითშემოწმება და ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს. თვითშემოწმების უამრავი საშუალებაა, მაგრამ შხაპის დროს საპნიანი ხელით შემოწმება საუკეთესოა ნებისმიერი კვანძის აღმოსაჩენად. უნდა დადგეთ სარკის წინ, ხელები აწიოთ თავის მაღლა, ამგვარად ადვილია კანის ცვლილებების შემჩნევა.

ზრდის თუ არა ჭარბი წონა ძუძუს კიბოს რისკს?

ჭარბი წონა ნებისმიერი სახის კიბოს რისკს ზრდის.

იწვევს თუ არა დეოდორანტები ძუძუს კიბოს?

დანამდვილებით არ ვიცით- ეს არის ამ კითხვის მოკლე პასუხი. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ანტიპერსპირანტებმა მათში შემავალი ალუმინის ნაერთების გამო  შესაძლოა კიბოს რისკი გაზარდოს. ეს ნაერთები დროებით ბლოკავს ოფლის ჯირკვლებს – მაგრამ შესაძლოა ის წარმოიქმნას მკერდის ქსოვილებში და გამოიწვიოს ოსტროგენის მსგავსი ეფექტი. ოსტროგენმა, კი როგორც იცით, შესაძლოა კიბოს ზრდას შეუწყოს ხელი, ამრიგად, არსებობს რაღაც კავშირი. მაგრამ რიგი კვლევებისა, ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ დეოდორანტების მოხმარება ძუძუს კიბოს რისკს არ ზრდის.

ზრდის თუ არა ბიუსჰალტერი ძუძუს კიბოთი დაავადების რისკს?

არა, ესარისმითი, რომელიც შეთხზულია ზოგიერთი უნიათოსამეცნიეროკვლევების მიერ, რომ თითქოსდა ზედმეტადმჭიდრო ბიუსჰალტერმა შეიძლებაშეამციროსძუძუს ლიმფოდრენაჟიდა აქედანგამომდინარე გამოიწვიოს ტოქსინების დაგროვება, რამაც თავის, შესაძლოა კიბო გამოიწვიოს.

თუცა, ამ თეორისს არანაირი მტკიცებულებაარ არსებობს. ცხადია, მათ, ვისაც მავთულის მოჭერა უკვე არსებული მკერდის სიმსივნესთვის სასურველი არაა, თუმცა ის რომ მან შესაძლოა სიმსივნე გამოიწვიოს, აბსურდია.

რას იტყვით ალკოჰოლსა და სიგარეტზე?

სამწუხაროდ, დიახ. ჩვენ ჩვენი ცხოვრების სტილის ყველა ასპექტს უნდა გადავხედოთ, რათა შევამციროთ კიბოს რისკი.

როორც ვიცით, მოწევა ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკ ფაქტორია – თუმცა მან შესაძლოა სხვა სახის კიბოს რისკიც გაზარდოს, და, მათ შორის, რა თქმა უნდა, მკერდის კიბოსიც.

რეკომენდირებულ დოზაზე ცოტა მეტი ალკოჰოლი, მით უმეტეს ალკოჰოლის დიდი დოზა, დაკავშირებულია ძუძუს კიბოსთან.

წყარო: doctrina.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button