
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – წიგნები – ზღვაა
წიგნიც ყოველთვის ზღვა არის გრძნობის,
ვარდთა ვარდობის, იათ – იობის,
იქ სიფერადე ერთი ბარათის,
ჟღერს სიდიადეს კაცობრიობის.
ვითარ დიდია მისი ამაგი –
მარად იგონებს ჩვენი ბანაკი,
იგია ბრძენი, მასწავლებელი,
ძმა, მეგობარი და ამხანაგი.