პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – წუთი

ჟამთა ცეცხლით განწმენდილი, ფრთასუბუქი, ფრთასათუთი,
მოელვარე ცის კიდურში გამიტაცებს ხოლმე წუთი.

მავიწყდება ამ დროს ღმერთი, წუთს ვუმონებ გულის ძგერას,
რადგან ღმერთი ჩემშივეა და მევე ვქმნი ბედისწერას.

წუთი მაძლევს აღმაფრენას, მაგრამ წუთი თუ გამწირავს –
დამიმონებს, გულს გაგმირავს, ძირს ჩამითრევს და დამძირავს,

მიწიდანაც ტყვეყოფილი თვალს ვადევნებ ვარსკვლავთ რბენას
და მაშინაც წუთში ვეძებ საოცნებო აღმაფრენას.

და, როდესაც მე ბედს ველი, გრიგალივით მოგუგუნეს –
ლოდინშიაც წუთს მივყვები და მივყვები საუკუნეს!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button