ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა, თუ როდის გახდება Bitcoin-ით ყიდვა-გაყიდვა კომპანიის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი

დეკემბერში PayPal წარადგენს კრიპტოსავალუტო სერვისებზე წვდომას აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის პირველ ნახევარში კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვისაც. ამის შესახებ ისაუბრა PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა.

PayPal-ის მომხმარებლები შეძლებენ კრიპტოვალუტების გამოყენებას პროდუქციის ან სერვისების საფასურის გადახდისთვის 28 მილიონ იმ სავაჭრო წერტილში, რომლებიც კომპანიის პლატფორმაზე მუშაობენ – განმარტა შულმანმა.

მისი თქმით, კრიპტოვალუტებისადმი ინტერესმა კომპანიის მოლოდინს 2-3-ჯერ გადააჭარბა.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ PayPal გაზრდის კრიპტოვალუტების შესყიდვის ყოველკვირეულ ლიმიტს 10 ათასიდან 15 ათას აშშ დოლარამდე.

შულმანმა აღნიშნა, რომ კომპანია შეძლებს მუშაობის დაწყებას ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებთან (CBDC). მისი აზრით, მათი გამოშვება მხოლოდ დროის საკითხია.

შეგახსენებთ, PayPal-მა ოქტომბერში დააანონსა Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვისა და შენახვის ფუნქციის ამოქმედება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button