ისტორიასაინტერესო

რაინდები ველოსიპედებზე ?!

რიჩარდ ლომგულის ციხესიმაგრის საიდუმლო

აღმოჩენამ,რომელიც რიჩარდ ლომგულის ციხესიმაგრის გათხრებისას გაკეთდა,ექსპედიციის წევრი ბრიტანელი არქეოლოგები გააოცა.მიკვლეული და სიფრთხილით ამოღებული ფრაგმენტების მიწისა და მრავალსაუკუნოვანი მტვრისგან გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა,რომ “საქმე” რაინდის ველოსიპედთან ჰქონდათ.მიწა მას თითქმის ცხრა საუკუნის განმავლობაში ფარავდა…

ჯონ უილიამსი,ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი: “მართლაც უჩვეულო აღმოჩენაა.ველოსიპედი XII საუკუნეში? დამეთანხმებით,ეს რთულად დასაჯერებელია.თუმცა სამარხის გათხრებმა მის ასაკთან დაკავშირებით ყველა ეჭვი გააქარწყლა” როგორც ირკვევა,ველოსიპედი,რომელიც რაინდს სამარხში ჩაატანეს,სპეციალურად დაამუშავეს გამდნარი ცვილით,რამაც კოროზიის პროცესს ხელი შეუშალა.

boris-indrikov-chateau-gaillard-medieval-bicycle-02

                                               გათხრები შატო-გაიარის ტერიტორიაზე

უცნაური არტეფაქტი ბრისტოლის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა საფრანგეთში შატო-გაიარის ციხესთან (ამ ციხესთან 1199 წელს,სასიკვდილოდ დაჭრეს ინგლისის მონარქი რიჩარდ I ლომგული) ჯერ კიდევ 2008 წელს იპოვეს. XII საუკუნეში რიჩარდ ლომგულის ფრანგულ რეზიდენციასთან სამარხში,ცხენის ჩონჩხთან ერთად,აღმოაჩინეს უცნაური კონსტრუქციის საგანი,რომელიც ველოსიპედს უფრო ჰგავდა,ვიდრე რაინდის რაიმე ატრიბუტს.მას შემდეგ სამეცნიერო დისკუსიები არ ჩამცხრალა.

219138

            შატო-გაიარი:ამ ციხესთან 1199 წლის მარტში რაინდმა პიერ ბაზილმა არბალეტით                     სასიკვდილოდ დაჭრა ინგლისის მონარქი რიჩარდ I ლომგული.

ცოტა ხნის წინ დასრულებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა,რომ ეს მართლაც ველოსიპედია,იგი ლითონის ნაწილებისგანაა დამზადებული და ჯაჭვური გადაცემაც აქვს მთავარი ბორბლის დასატრიალებლად.აღსანიშნავია,რომ მსგავსი ტიპის მექანიზებული საგანი დაფიქსირებულია XIII საუკუნის რაინდულ ქრონიკებშიც,კერძოდ კი “რომაელთა საქმეებში”,სადაც საიდუმლო ორდენის (მზისა და მთვარის ორდენი) წევრები ველოსიპედებზე სხედან.ხელნაწერი 1230-1240 წლებში ლათინურ ენაზეა შედგენილი და შუა საუკუნეების ლეგენდების კრებულს წარმოადგენს.

boris-indrikov-chateau-gaillard-medieval-bicycle-21
219163

                                        უცნაური გამოსახულება XIII საუკუნის ხელნაწერში
XV საუკუნით დათარიღებული გერბები.ერთ-ერთზე გამოსახულია ველოსიპედზე ამხედრებული ლომი


ილუსტრაცია XIV საუკუნის ხელნაწერიდან (“ბალენვილის ხელნაწერი”) ,რომელზედაც ინგლისის მეფისა და მისი ვასალების გერბებთან ერთად გამოსახულია მზისა და მთვრაის ორდენის უცნაური გერბიც.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი
ილუსტრაციები: http://www.liveinternet.ru

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button