ისტორიასაინტერესო

ერეკლე II ძველ ინგლისურ პრესაში,პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან

King_erekle's_signature

აი რამდენიმე ამონარიდი ინგლისური ჟურნალ-გაზეთებიდან მეფე ერეკლე II-ის (ანუ როგორც ინგლისელები მოიხსენიებდნენ- ჰერაკლიუსის) შესახებ:

“საქართველო აზიის უდიდესი ქვეყანაა,რომელიც კასპიის ზღვის ნაპირებამდეა გადაჭიმული”-1744 წელი.

“სპარსეთიდან მოსული ბოლო ცნობების თანახმად,რასაც ასტრახანშიც გვიდასტურებენ,პრინცმა ჰერაკლიუსმა საქართველოდან თავის ძლევამოსილ არმიასთან ერთად უკვე დაიპყრო რამდენიმე ქალაქი და ნახევარი ისპაჰანი”. – ჰამბურგი,1752 წლის 13 მარტი.

“ჩვენ გვაცნობეს სპარსეთიდან,რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა,რომლის გმირობებსაც მთელ მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა,გადაისროლა თავისი ძალები კასპიის ზღვის ნაპირებთან”-1754 წელი.

“შაჰ ნადირის სიკვდილის შემდეგ მთელ იმპერიაში სახელგანთქმულია პრინცი ჰერაკლიუსი,საქართველოს მოქმედი მმართველი,რომელმაც დიდება იმპერიის სამოქალაქო ომში მოიხვეჭა” -1761 წელი.


ქართლ-კახეთის ტერიტორიები,ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში

“პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან -ის არის სპარსეთის ტახტის პრეტენდენტი,რომელმაც გამანადგურებლად დაამარცხა ბრძოლაში შაჰ-სეფი და ისპაჰანში მისი ტახტი დაიკავა”  – 1762 წელი.

“პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან,რომელიც მსახურობდა ლეიტენანტის რანგში პრუსიის მეფის შეიარაღებულ ძალებში,სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იწყებს განმანთავისუფლებელ ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ” – 1766 წელი.

“ლეგჰორანიდან მოსული პირადი წერილებიდან ჩანს,რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა საქართველოდან მოიპოვა სრული გამარჯვება ერზერუმის ფაშის 50-ათასკაციანი არმიის წინააღმდეგ” – 1767 წელი.

                                             ბატონის ციხე,ერეკლეს სამეფო სასახლე – თელავი

უნიკალური დოკუმენტების კოლექცია ასევე შეიცავს ცნობებს XVIII-XIX საუკუნეების საქართველოს შესახებ,გათვალისწინებულია უცნობი წყაროების თარგმნა ქართულ ენაზე და მისი სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა.აღსანიშნავია,რომ თარგმნილი ისტორიული წყაროები პირველად ჟურნალ “ისტორიანში” გამოქვეყნდება.


გიორგი კალანდია
,თეატრის,მუსიკის,კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.

წყარო: ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი “ისტორიანი”

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button