საკითხავისხვადასხვა

რაფაელი – ათენის სკოლა

”დისპუტის მოპირდაპირე კედელს ავსებს “ათენის სკოლა”. მარცხნივ ნიშში არის აპოლონი, მარჯვნივ ათენა. პლატონი არის ლეონარდო, არისტოტელე კი მიქელანჯელო. მარჯვნივ ძველ ასტრონომთა შორის არის თვით რაფაელი. პლატონი არის გონება, ხოლო არისტოტელე წარმოსახვა. პლატონს და არისტოტელეს ხელში უჭირავთ წიგნები: “ტიმეოსი” და “ეთიკა”. მარცხნივ სოკრატე ალკიბეადეს ესაუბრება, პითაგორას მუხლებზე წიგნი აქვს გადაშლილი. მის წინ ზის და დიდ კუბს ეყრდნობა ღრმად ჩაფიქრებული ფილოსოფოსი ჰერაკლიტე. (სინამდვილეში ესაა მიქელანჯელო) კიბეზე დიოგენე დგას, არქიმედი რვაკუთხედს ხაზავს, ზოროასტრს ხელში ციური სფერო უჭირავს, პტოლემეოსს მიწის, უკან ორი სახეა, მხატვარ პერუჯინოსი და თვითონ რაფაელის წარწერით “რაფაელ ურბინოელი საკუთარი ხელით”.

აკაკი გელოვანი – “რაფაელი”

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button