ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ძმები უინკლუოსები: 500 000 ერთ Bitcoin-ზე – ეს მხოლოდ დროის ამბავია

კრიპტო ბირჟა Gemini-ს დამფუძნებლებმა ძმებმა უინკლუოსებმა დაადასტურეს თავიანთი წინა პროგნოზი და განაცხადეს, რომ Bitcoin-ი ადრე თუ გვიან 500 ათასი აშშ დოლარი ეღირება. 

„საკითხი არ დგას ისე – მიაღწევს თუ არა Bitcoin-ის ფასი 500 ათას აშშ დოლარს, არამედ საკითხავი ის არის, რამდენად მალე მოხდება ეს. რეალურად, მე ეს ფასი საკმაოდ კონსერვატიულად მიმაჩნია – სინამდვილეში თამაში ჯერ არც კი დაწყებულა“ – განაცხადა კემერონ უინკლუოსმა. 

ანალოგიური განცხადება ძმებმა გააკეთეს მიმდინარე წლის საწყის პერიოდში და გამოხატეს დარწმუნება, რომ Bitcoin-ი გაუსწრებს ოქროს, ნავთობსა და ამერიკულ დოლარს, როგორც ფასეულობის შენახვის საშუალება. მათ აღნიშნეს, რომ იგი არის ერთადერთი გრძელვადიანი დაცვის საშუალება ინფლაციისგან. 

ტაილერ უინკლოუსმა დაამატა, რომ მათ კრიპტოვალუტის ყიდვა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს. მისი თქმით, აგვისტოში გამოქვეყნებულ მოხსენებას – The Case for $500K Bitcoin – რომელშიც ჩამოთვლილი იყო Bitcoin-ის ფასის მატების ფუნდამენტალური მიზეზები, ნაწილობრივ საფუძვლად ედო აქტივის მომგებიანობის მათი საკუთარი შეფასება იმ პრობლემების ფონზე, რომელთაც განიცდიდა გლობალური ეკონომიკა. 

მოხსენებაზე მუშაობა ძმებმა დაიწყეს მიმდინარე წლის იანვარში, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო. 

შეგახსენებთ, ახლახანს MicroStrategy-ს ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია გეგმავს Bitcoin-ის შენახვას მომდევნო 100 წლის მანძილზე. MicroStrategy გახდა პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც საკუთარი კაპიტალის ნაწილი (დაახლოებით 250 მლნ აშშ დოლარი) კრიპტოვალუტაში ჩადო. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button