ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

CryptoQuant-ის CEO: „Bitcoin-ი ზრდას გააგრძელებს, რადგანაც კრიპტო-ვეშაპები რეზერვების გაყიდვას არ აპირებენ“

ანალიტიკური კომპანია CryptoQuant-ის გენერალურმა დირექტორმა Ki Young Ju-მ განაცხადა, რომ ბირჟებზე Bitcoin-ების შემოდინება არ ფიქსირდება, ამიტომ BTC ზრდას გააგრძელებს. 

Young Ju-მ დაწერა, რომ „კრიპტო-ვეშაპები“ არ ჩქარობენ კრიპტოვალუტების მარაგის გაყიდვას, ამიტომ არ ხდება Bitcoin-ის შემოდინება ბირჟების საფულეებში. ბირჟებზე BTC გადარიცხვების მოცულობის შესაფასებლად, CryptoQuant-მა შექმნა საკუთარი ინდიკატორი All Exchanges Flow Flow, და ამჟამად იგი „უსაფრთხო“ ზონაში რჩება – კრიპტო-ვეშაპები არ ცვლიან Bitcoin-ებს  ბირჟის კრიპტოვალუტებზე. როგორც ჩანს, Bitcoin-ის ზრდა 11 500 დოლარს ზემოთ არ გამოიწვევს BTC-ს გაყიდვას. 

„BTC-ის გაყიდვის რისკი არ არსებობს. All Exchanges Inflow Mean ინდიკატორი გვიჩვენებს ბირჟებზე კრიპტო-ვეშაპების ატიურობას. სახიფათო ზონა 2-ის ზემოთაა, თუმცა ამჟამად ინდიკატორის მაჩვენებელი დაბალია, ჩვენ უსაფრთხო ზონაში ვიმყოფებით“ – წერს CryptoQuant-ის გენერალური დირექტორი. 

image.jpeg

გაზაფხულზე სიტუაცია სხვაგვარი იყო: 9 მარტს ინდიკატორი 2-მდე გაიზარდა, 14 მარტისთვის კი მიაღწია ნიშნულ 5-ს. სწორედ ამ პერიოდში Bitcoin-ის კურსი 4 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. 

ადრე Ki Young Ju ამბობდა, რომ მაინერების მიერ გაყიდული Bitcoin-ების მოცულობის ზრდა ვერ შეაჩერებს ბაზრის მომდევნო ხარულ ტრენდს. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button