ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Toyota აამოქმედებს ციფრული ვალუტის საპილოტე ტესტირების პროცესს

მანქანათმშენებელი კორპორაცია Toyota-ს IT-ქვეგანყოფილება ამუშავებს და ახდენს ციფრული ვალუტის ტესტირებას იაპონურ კრიპტობირჟა DeCurret-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში.  

პროექტში მონაწილეობას მიიღებს Toyota Systems-ის 2500 თანამშრომელი. შეიქმნება პლატფორმა თანამშრომლებისთვის ბონუსების ფიცრული ვალუტით გადასახდელად, რომელთა გაცვლა შემდგომში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის პროდუქტში ან სერვისში. 

2020 წლის მარტში იაპონურმა გიგანტმა გახსნა ქვეგანყოფილება Toyota Blockchain Lab განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT). გამოყენების სხვადასხვა ვარიანტის კვლევის მიზნით. ამ მოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე Toyota Financial Services გახდა ბლოკჩეინ-კონსორციუმ R3-ის მონაწილე, კორპორაციის კვლევითმა ინსტუტუტმა კი დაიწყო უფასო ტრანსპორტში DLT-ის გამოყენების შესაძლებლობების კვლევა.  

შეგახსენებთ, BMW და VeChain ქმნიან ბლოკჩეინ-პლატფორმას, რომლის მიზანი იქნება პროდუქციის გაყალბებისგან დაცვა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button