ძილის რეჟიმის დარღვევა გულის დაავადებების რისკს იწვევს
გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ნორმალურზე ბევრად ნაკლები დროის განმავლობაში გვძინავს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების სისხლში, რომელთაც ნაკლები ძინავთ, ქოლესტერინის დონე მატულობს და გულის დაავადების რისკი იზრდება.
ისინი შეეცადნენ აეხსნათ, თუ რატომაა, რომ ის ადამიანები, ვისაც რეკომენდირებულ 7-8 საათზე ნაკლები სძინავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ დგანან.
ქოლესტერინი არის ერთგვარი ცხიმი, რომელიც ღვიძლის მიერ წარმოიქმნება სისხლში და სხეულის უჯრედებისა და ორგანოებისთვის აუცილებელია. სისხლში არის სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინი – ‘‘ცუდი’’ ქოლესტერინი (დსლპ¬ქ, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი) და ‘‘კარგი’’ ქოლესტერინი (მსლპ¬ქ, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი).
“ცუდმა ქოლესტერინმა” შესაძლოა დააზიანოს არტერიების კედლები, რაც იწვევს მათ დამძიმებას, სისხლი შედედდება და წარმოიქმნება თრომბი.
თრომბი ზღუდავს სისხლის ნაკადის მოძრაობას გულისკენ, რამაც შესაძლოა გულის შეტევა ან ინსულტი გამოიწვიოს.
„კარგი ქოლესტერინი“, მეორეს მხრივ, მოქმედებს, როგორც მაგნიტი, იგი „ცუდ ქოლესტერინს“ გამოდევნის არტერიებისგან და ღვიძლისგან.
ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი შეეცადა გაერკვიათ, რამდენადაა დაკავშირებული ძილის რეჟიმი გულის დაავადებებთან.
ისინი ადამიანების ძილს ლაბორატორიაში დააკვირდნენ და გააანალიზეს, თუ რა გავლენას ახდენს ძილი იმ გენზე, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის გადაადგილებას არეგულირებს.
აღმოჩნდა, რომ ძილის რეჟიმის ერთკვირიანი დარღვევაც კი ათეროსკლეროზის ფაქტორების გამოწვევას იწვევს.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ აუცილებელია ადამიანების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი ჯანრთელობისთვის და პირიქით, რამდენად საზიანოა ძილის დეფიციტი.
წყარო: doctrina.ge