
Coinbase-მა ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი სამთავრობო მოთხოვნა მიიღო
უმსხვილესმა ამერიკულმა Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა გამოაქვეყნა პირველი ანგარიში საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ. მასში მითითებულია, რომ 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში კომპანიამ მიიღო 1914 სამთავრობო მოთხოვნა ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით.
მოთხოვნების დაახლოებით 90% შემოვიდა სამი იურისდიქციიდან – აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.

წყარო: Coinbase-ის ბლოგი
Coinbase-ს აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებმა 1113 თხოვნა გაუგზავნეს, რაც მთლიანი რიცხვის 60%-ს შეადგენს. მათ შორისაა:
- გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) – 340;
- ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო – 184;
- ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო – 180 და 104 მოთხოვნა, შესაბამისად.

წყარო: Coinbase-ის ბლოგი
Coinbase-მა აგრეთვე განაცხადა, რომ იგი რეგულარულად იღებს გამოძახებებს სამართალდამცავი ორგანოებისგან.
„ეს მოთხოვნები ძირითადად გამოძახების სახით მოდის. მათში ასევე შეიძლება იყოს ჩხრეკის ორდერები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა ფორმალური პროცედურები ”, – განაცხადეს კომპანიაში.
Coinbase-მა ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი ანგარიშების გამოქვეყნებას, თუმცა არ დაუზუსტებია მათი გამოსვლის სიხშირე.
შეგახსენებთ, სექტემბერში სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა ციფრული უფლებების დამცველმა არაკომერციულმა ჯგუფმა Coinbase-ს მოუწოდა გამოეშვა ანგარიშები საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ.
კომპანიამ უნდა განაცხადოს რამდენ სამთავრობო მოთხოვნას იღებს ინფორმაციის წარდგენის შესახებ და როგორ ამუშავებს მას.