საკითხავისურათებიუცნაური

ფოკუსები, რომლებიც ტრაგიკულად დასრულდა

მაგია და ფოკუსები ოდითგანვე ხიბლავს საზოგადოებას, ამიტომაც ადამიანები ხშირად დიდ რისკზე მიდიან იმისთვის, რომ შთაჭდილება მოახდინონ მაყურებელზე და მათ განუმეორებელი სანახაობა შესთავაზონ. თუმცა ,სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს მცდელობები ტრაგიკულად მთავრდება.

ამ პოსტში სწორედ ამგვარ შემთხვევებზე იქნება საუბარი.

1.ჯო ბარასი (Joe Burrus) -ცოცხლად დამარხული ილუზიონისტი

ჯო იყო ცნობილი ამერიკელი ილუზიონისტი და სარისკო ფოკუსების კეთების გამო “გასაოცარ ჯოსაც” უძახდნენ ხოლმე.

1990 წელს, ჰელოუინის ღამეს ადგილობრივ გასართობ პარკში მან გადაწყვიტა გასაოცარი და მეტად სარისკო ფოკუსის ჩატარება, რომელსაც შემდგომში ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს, მათ შორის ჯოს შვილებიც. ჯოს გადაწყვეტილი ქონდა თავი გაეთავისუფლებინა ბორკილებისაგან და ამომძვრალიყო კუბოდან, რომელიც მიწაში 2 მეტრის სიღრმეზე იქნებოდა ჩამარხული. ამ ფოკუსის განხორციელებაში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა.
null
ბორკილებდადებული ჯო მინის კუბოში იწვა, ის დაბმული იყო ჯაჭვებით. კუბო დაფარეს 9 ტონა ცემენტითა და ტალახით, როგორც გადაწყვეტილი იყო. სამწუხაროდ, ჯომ პირველ ცდაზე ვერ გაითავისუფლა თავი, რადგან ყელზე მოხვეული ჯაჭვი მას უჭერდა, ხოლო როდესაც მეორეჯერ სცადა თავი დაეღწია ბორკილებისგან, ტონობით მიწამ და ცემენტმა მინის კუბო ჩატეხა.
null
ცხადია, ჯომ ვერ შეძლო სანახაობის შესრულება. სანამ ტონობით ცემენტს ამოიღებდნენ მიწიდან, ის გაიგუდა. ათასობით მაყურებლის გარდა, მას მთელი ოჯახი ადევნებდა თვალს. ისინი ჯოს ცოცხლად დამარხვის თვითმხილველები გახდნენ.(ვიდეო იხილეთ აქ)

2.ჯორჯ ლალონდი (George Lalonde)

1936 წელს ილუზიონისტი ჯორჯ ლალონდი კინაღამ მოკლეს კლასიკური ფოკუსის ჩატარების გამო. ყველა ადამიანს ერთხელ მაინც უნახავს თუ როგორ “ხერხავს” ილუზიონისტი საკუთარ ასისტენტს ორ ნაწილად. რა თქმა უნდა, ეს უბრალო ილუზია და საინტერესო ხრიკია. თუმცა, როდესაც ჯორჯი სწორედ ამ ფოკუსს ატარებდა, ერთ-ერთი მაყურებელი სცენაზე ავარდა და ილუზიონისტი ყელში რამდენჯერმე დაჭრა. მას ეგონა რომ ჯორჯი ნამდვილად ხერხავდა საკუთარ ასისტენტ გოგონას . მან თავის საქციელს გმირულიც კი უწოდა. სასწაულებრივად, ჯორჯი გადარჩა და ჭრილობები მალე მოიშუშა.
</p

3.ჯეფ ჰუპერი (Jeff Hooper)

23 წლის ჯეფ ჰუპერი ვარჯიშობდა ხოლმე სხვადასხვა მაგიურ ილეთზე, ერთ-ერთი იყო ბორკილებისგან გათავისუფლება წყალქვეშ. ერთ დღეს მან გაცურა 90-100 მეტრი ზღვის ნაპირიდან, მან შეძლო ბორკილებისაგან გაეთავისუფლებინა თავი, თუმცა ძლიერი ქარის გამო ვეღარ შეძლო უკან გამოცურვა. შტორმისა და ქარის გამო დროზე ვერავინ მოახერხა მისი დახმარება და შესაბამისად გადარჩენა. ილუზიონისტი ზღვაში დაიხრჩო.
83a991c768fe

4.მადამ დელინსკი (Madame Delinsky)

1820 წლის ნოემბერში პოლონელი ილუზიონისტი და მისი ცოლი, მადამ დელინსკი, შოუს ატარებდნენ გერმანიაში. ერთ-ერთი სანახაობა იყო ტყვიის დაჭერა პირით. ეს საკმაოდ სარისკო და სახიფათო ნომერი იყო. დელინსკის 6 ასისტენტი კაცი ჰყავდა, რომლებსაც უთხრა რომ იარაღები ნამდვილი ტყვიებით არ დაეტენათ,რაც ერთგვარ ილუზიას შექმნიდა. ერთ-ერთმა მათგანმა არ გაითვალისწინა მისი მითითება და ნამდვილი ტყვია ჩადო თოფში, მისმა ნასროლმა კი ორსული მადამ დელინსკი სასიკვდილოდ დაჭრა მკერდში.
6a84dab5a4f0
5.პრინცესა ტენკო (Princess Tenko)

პრიცესა ტენკო,როგორც მას უძახიან, იაპონელი მომღერალი , მხატვარი და ილუზიონისტია. 2007 წელს ერთ-ერთი წარმოდგენის დროს ის ატარებდა შემდეგ ფოკუსს: ჯდებოდა ყუთში ბორკილებდადებული და უნდა მოესწრო თავის გათავისუფლება სანამ ხანჯლების რიგი ყუთში არ ჩაესობოდა. სამწუხაროდ, ის ვერ ჩაეტია დროში, ვერ მოასწრო თავის დაღწევა ყუთიდან და სერიოზული დაზიანებები მიიღო, თუმცა არ მომკვდარა. მეტიც, სანამ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდნენ მან მოასწრო საკუთარი წარმოდგენის დასრულება.
6f64eca47662

6.ჯანაკა ბაზნაიაკი (Janaka Basnayake)

შრი-ლანკელ ჯანაკა ბაზნაიაკს სურდა რომ  რეკორდი დაემყარებინა ყველაზე დიდ ხანს ცოცხლად დამარხვაში.ზოგადად ილუზიონისტები ნამდვილად ცოცხლად არ იმარხებიან და ეს უბრალო ილუზიაა, ერთადერთი ადამიანი რომელიც ნამდვილად ცოცხლად იყო დამარხული დავიდ ბელინია (David Blaine),რომელიც 7 დღე კუბოში იყო(თუმცა მას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალყურს და მისი გულისცემისა თუ სხვა ნებისმიერი მაჩვენებლის სტატისტიკას პერიოდულად  ამოწმებდნენ) თუმცა ჯანაკამ გადაწყვიტა ყოველგვარი წვრილმანის გათვალისწინების გარეშე დაემყარებინა ეს რეკორდი. 2012 წლის 5 მარტს მისმა ოჯახმა იგი დამარხა მიწაში 3 მეტრ სიღრმეზე , კუბოში იგი 7.5 საათი იწვა . როდესაც შეშინებულმა ოჯახის წევრებმა კუბოს ამოსატანად თხრა დაიწყეს, გვიანი იყო. ჯანაკა კუბოდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.
58883758 janaka
7.უილიამ რობინსონი (William Robinson)

უილიამი ილუზიონისტად მუშაობდა და მაყურებლისთვის ცნობილი იყო , როგორც ჩინელი ჩანგ ლინგ სუ. ის სარისკო სანახაობას არ გაურბოდა და “ტყვიის დაჭერის” ილეთსაც ხშირად ატარებდა. თუმცა, როგორც მადამ დელინსკის შემთხვევაში მოხდა, ერთხელაც ასისტენტმა რეალური ტყვია გამოიყენა შოუს დროს , რომელიც ფატალური აღმოჩნდა უილიამისთვის. ხალხმა მისი ნამდვილი ვინაობა მაშინ გაიგო, როდესაც სიკვდილის წინ უილიამს აღმოხდა ინგლისური სიტყვები: “ღმერთო, რაღაც მოხდა, დაუშვით ფარდები.”
e637200000000000

8.აილა ფიშერი (Isla Fisher)

ავსტრალიელი მსახიობი აილა ფიშერი 2013 წელს გამოშვებულ ფილმში “Now you see me” ,ერთ-ერთ სცენაში, წლის აუზის ცნობილ ილუზიას ასახიერებდა. სამწუხაროდ, ჯაჭვები, რომლითაც იგი დაბმული იყო, დაიხლართა და მსახიობი ვეღარ წვდებოდა იმ ღილაკს, რომელიც აუზს აცარიელებდა წყლისგან. ჟანგბადის ბალონი კი ძალიან შორს იყო აუზიდან. ყველაზე ცუდი მომენტი ის იყო, რომ, როდესაც აილა შიშისგან მუშტებს აბაგუნებდა აუზის მინაზე,ხალხს ეს მსახიობის არაჩვეულებრივ თამაშად მიაჩნდა. ამიტომაც , რომ არა აილას მოთმინება და კონცენტრირება, რის შედეგადაც შეძლო საბოლოოდ ჯაჭვებისგან გათავისუფლება, ის უთუოდ დაიღუპებოდა.(ვიდეო)

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button