![სულხან-საბა ორბელიანი – მოშურნე რძალი](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/10/სულხან-საბა-ორბელიანი--მოშურნე-რძალი.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – მოშურნე რძალი
ერთი ძმა მყვანდა, საყვარელი, მორჩილი ჩემი და ნება გულისა ჩემისა.
მისი ცოლი ჩემს ცოლს სიმწყაზრით სჯობდა. ამაზედ გაგლისპდა, დაემტერა: რად იგი უკეთესიაო!
გარდამეკიდა: ანუ რძალი შენს ძმას გააგდებინე და ანუ ძმას გაეყარეო!
მან, ჩემმა ძმამ, ცოლი არ გაუშვა, მე გავეყარე და აწ საგლახაკოდ დავიარები.