გამორჩეული ადამიანებივიდეოსაკითხავი

ბერტრან რასელის გზავნილი მომავალ თაობებს

– რას ფიქრობთ, რა არის ყველაზე ღირებული რაც უნდა უთხრათ მომავალ თაობებს თქვენი ცხოვრებიდან, ან რა გაკვეთილები შეგიძლიათ გამოიტანოთ მისგან?

“მე მინდა ვთქვა, ორი რამის, ერთი ინტელექტუალური და მეორე მორალურის შესახებ. ინტელექტუალური მდგომარეობს შემდეგში: როდესაც თქვენ სწავლობთ ნებისმიერ საკითხს, ან განიხილავთ ნებისმიერ ფილოსოფიას, ჰკითხეთ საკუთარ თავს მხოლოდ ის, რა არის ფაქტები და რა არის ჭეშმარიტება, სიმართლე, რასაც ფაქტები ადასტურებენ? ამ დროს არასოდეს არ უნდა იფიქროთ იმაზე თუ თქვენ რა გსურთ რომ გჯეროდეთ, ან, თქვენ რწმენას რამდენად აქვს სასარგებლო სოციალური ეფექტი. საკითხს შეხედეთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით. ეს არის ინტელექტუალური საკითხი, რაც მსურდა რომ მეთქვა.

მორალის შესახებ მინდა ვთქვა, რომ სიყვარული არის სიბრძნე, სიძულვილი – სიბრიყვე. ამ სამყაროში, რომელშიც ადამიანები დღითიდღე უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებენ ერთმანეთთან, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან შეგუება, ერთმანეთის მოთმენა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება თქვას ის, რაც ჩვენ არ მოგვწონს. ჩვენ მხოლოდ ასე შეგვიძლია ვიცხოვროთ, და თუ ჩვენ გვსურს ერთად ცხოვრობა და არ გვსურს ერთად სიკვდილი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთგვარი ქველმოქმედება და ტოლერანტობა, რაც არის აბსოლუტურად სასიცოცხლო ამ პლანეტაზე კაცობრიობის ცხოვრების გასაგრძელებლად”.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button