ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

ჩინელი მაინერები კაცობრიობის გადარჩენისთვის საფრთხედ დასახელდნენ

როგორც ცნობილია, 2060 წლისთვის ჩინეთი ელოდება სათბურის გაზების ემისიის ნულამდე შემცირებას. მაგრამ ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ძალისხმევა გლობალური დათბობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად შეიძლება წყალში ჩაიყაროს კრიპტოვალუტების მოპოვების პრაქტიკით. თუ არ იქნა მიღებული ზომები, 2024 წლისთვის ჩინეთში Bitcoin-ის მოპოვება გამოიწვევს ყოველწლიურად 130 მილიონი ტონა ნახშირბადის გამოყოფას. და ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს.

ნახშირბადის ემისიებზე კრიპტოვალუტების მოპოვების გავლენის შესახებ კვლევა ჩაატარეს ცინჰუას უნივერსიტეტისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა. ჩინეთში Bitcoin-ის მოპოვებასთან დაკავშირებული ვითარების მოდელირებისა და მათემატიკური ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ 2024 წელს კრიპტოვალუტის მოპოვებაზე 296.59 ტერავატი/სთ ელექტროენერგია დაიხარჯება. ელექტროენერგიის ასეთი მოცულობის წარმოსაქმნელად საჭირო იქნება იმდენი წიაღისეული საწვავის დაწვა, რომელიც ატმოსფეროში 130.5 მილიონ ტონა ნახშირბადს გამოყოფს. 

მკვლევარების აზრით, ამ ვითარებაში მხოლოდ ნახშირბადზე გადასახადების დაწესება საკმარისი არ არის. მაინერები არ შეწყვეტენ ელექტროენერგიის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ელექტროენერგიის მოხმარების რესტრუქტურიზაცია და კრიპტოვალუტების მოპოვებისას „მწვანე“ ენერგიაზე გადასვლა. ამგვარი ამოცანის მოგვარება მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია. 

აღვნიშნავთ, რომ დღესდღეობით ჩინეთი ლიდერია Bitcoin-ის მოპოვებაში. წყაროების ინფორმაციის თანახმად ამ ქვეყანაზე მოდის ამ კრიპტოვალუტის მოპოვების ქსელის სიმძლავრის 75%. ამას ხელს უწყობს იაფი ელექტროენერგია და შესაბამისი აღჭურვილობების მწარმოებელ კომპანიებთან სიახლოვე. ჩინეთში კრიპტოვალუტის მოპოვების შედეგად ნახშირბადის გამონაბოლქვი ყველაზე ძლიერი იყო 182 ქალაქსა და 42 საწარმოო სექტორს შორის. და თუ ეს მდგომარეობა როგორმე არ შეიზღუდება, არა მხოლოდ ჩინელებს მოუწევთ „ნაჭრის ნიღბის მიღმა სუნთქვა“. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button