Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

საჰაერო ტაქსების დრო მოდის: Autoflight-მა წარადგინა უპილოტო V400 ხალხის ტრანსპორტირებისა და ტვირთის გადატანისთვის

უპილოტო სამომხმარებლო საფრენი აპარატების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Autoflight-მა წარადგინა სატვირთო და სამგზავრო დრონი V400 Albatross. კომპანიამ ასევე ისაუბრა ამ საინტერესო ტრანსპორტის განვითარების გეგმებზე. 

V400 Albatross გამოდის ორ მოდიფიკაციაში: პირველი სრულიად ელექტროა, მეორე კი – ჰიბრიდული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ძრავზე მუშაობენ, ორივე მათგანის მაქსიმალური საფრენი მასაა 400 კგ და შეუძლიათ 100 კგ ტვირთის აწევა. V400 შემუშავდა სპეციალურად შორ მანძილებზე ტვირთის მიწოდების ოპერაციებში ლოჯისტიკის გამარტივებისთვის. 

image.jpeg

ხსენებულ ორ მოდელს შორის განსახვავებაა საფრენ მანძილს შორის. ელექტრო მოდელის ფრენის მარაგი 300 კილომეტრს შეადგენს, ჰიბრიდულისა კი – 1000 კმ-ს. ორივე მოდელის მაქსიმალური სიმაღლის დაფარვაა 5 ათასი მეტრი, მათი ფრთების ზომა 9 მეტრია, სიმაღლე – 1.2 მეტრი, სიგრძე – 6.7 მ. 

image.jpeg

სრულიად ელექტრიზებულ მოდელში გამოყენებულია ორი ძირითადი ძრავი – ერთი განთავსებულია წინა მხარეს, მეორე – უკან – ამწევი ზედაპირით და რვა ამწევი ძრავით, რომლებიც V400-ს ვერტიკალურად აფრენის საშუალებას აძლევს. ჰიბრიდული მოდელი იყენებს მთავარ შიდაწვის ძრავას უკანა ნაწილში, ხოლო დანარჩენი ფრთები, პროპელერები და ძრავები უცვლელი რჩება. 

V400 აღჭურვილია სხვადასხვა სარეზერვო სისტემით, რომელთა შორისაა ფრენის მართვა, სენსორები და რადარები, აგრეთვე დამატებითი პარაშუტი. მას ასევე აქვს ფრენის მართვის საბორტო სისტემა, საფრენი აპარატების ამომცნობი და შეჯახებისგან თავის ასარიდებელი სისტემები, რაც უზრუნველყოფს პილოტის გარეშე უსაფრთხო ექსპლუატირებას. იმისთვის, რომ კავშირი არ დაკარგოს ჰაერში, აპარატს გააჩნია 4G და 5G აღჭურვილობა. 

image.jpeg

Autoflight-ის გუნდი დამფუძნებელთან, Tian Yu-სა (ცენტრში) და სატვირთო V1000 eVTOL დრონის პროტოტიპთან ერთად – იგი V400-ზე დიდი და მძიმეა 

Autoflight დრონ V400-ის ადაპტირებას გეგემავს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო მომსახურებისთვის იმ იმედით, რომ ჩინეთის რგულაციების წყალობით შეძლებენ საცდელი ფრენების შესრულებას. კომერციული სატვირთო გადაზიდვების ბაზარი დიდი ალბათობით კომპანიისთვის უფრო მეტად მსხვილი და სტაბილური შემოსავლის მომტანი იქნება სამომავლოდ, როდესაც რეისები გაივლიან საკანონმდებლო, იურიდიურ და საგამოცდო ფაზებს. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button