ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის მსოფლიო გენერაცია იმდენივე ელექტროენერგიას საჭიროებს, რასაც მთლიანი ჩილე

Bitcoin-ის კურსი სტაბილურ ზრდას განაგრძობს. ისინი, ვინც მის სწრაფ ვარდნას პროგნოზირებდნენ, აშკარად შეცდნენ, რადგან ისტორიული მაქსიმუმი კვლავ გადაილახა და კრიპტოვალუტის კურსმა 47 ათას აშშ დოლარს მიაღწია. არსებული პროგნოზების თანახმად Bitcoin-ი მალე დანარჩენ 53 ათას აშშ დოლარსაც შეიმატებს: ერთი BTC-ის ფასი – 100 ათასი აშშ დოლარი – ასეთი პროგნოზი უკვე აღარავის აკვირვებს იმ მიზეზის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვეში კრიპტოვალუტის ფასი 20 ათასიდან 47 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა.

მაინერების რიცხვის უზარმაზარი ზრდის ფონზე ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ფასის ყოველ მორიგ მატებას სერიოზული გავლენის მოტანა შეუძლია ეკოლოგიაზე. როდესაც Bitcoin-ი ძვირდება, მისი მოპოვების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი მატულობს. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტის გენერაცია გამოიმუშავებს დაახლოებით იმდენივე ნახშირორჟანგს, რამდენსაც ახალი ზელანდია – 5-მილიონიანი ქვეყანა – გამოყოფს ატმოსფეროში.

ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის მოპოვებას 77,78 ტვტ/სთ სჭირდება – ელექტროენერგიის ამავე რაოდენობას იყენებს მთლიანი ჩილე. ეჭვგარეშეა, რომ მილიარდერმა ილონ მასკმა პირდაპირი გავლენა მოახდინა Bitcoin-ის ფასის ბოლოდროინდელ აქტიურ ზრდაზე. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იგი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს კრიპტოვალუტის მხარდასაჭერად, რის შემდეგაც BTC-ის ავტორიტეტი მსოფლიო ბაზარზე ელვისებურად იზრდება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button