ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bloomberg: BTC ან 500 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება, ან ნულამდე დაეცემა

1 სექტემბერს Bitcoin-ის ფასი 12 ათას აშშ დოლარზე ავიდა და ოპტიმიზმი გააღვივა კრიპტო ინვესტორებს შორის. ზრდას კი ფასის მკვეთრი ვარდნა მოყვა.

სტატიის წერის მომენტში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 10400 აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი დაკორექტირდა S&P 500 ინდექსისა და ოქროს სინქრონულად.

Bloomberg-ის ანალიტიკოსმა მაიკ მაკგლონმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მომდევნო ნაბიჯი იქნება ან 500 ათას აშშ დოლარამდე ზრდა, ან ნულამდე დაცემა.

მისი თქმით, ამჟამად კრიპტოვალუტების ბაზარზე მეორდება 2017 წლის ხარული აღმასვლის პატერნი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამჯერად Bitcoin-ის ფასს მხარს უჭერს განვითარებული ინფრასტრუქტურა და მზარდი DeFi ბაზარი.

ანალიტიკოსი აგრეთვე მიიჩნევს, რომ Bitcoin-ის შეზღუდული შემოთავაზება გახდება სამომავლოდ მისი ფასის ზრდის მიზეზი.

შეზღუდულმა შეთავაზებამ და მზარდმა მოთხოვნამ Bitcoin-ზე ამჟამად არსებულ ეკონომიკურ სიატუაციასთან ერთად შესაძლოა კრიპტოვალუტის ფასს 500 ათასი აშშ დოლარისკენ უბიძგოს, ან სრულიად დაამხოს. არასტაბილურობის დონის შემცირება აგრეთვე გვიჩვენებს, რომ Bitcoin აღემატება აქციებსა და ოქროს, როგორც დაგროვების საშუალება.

500 ათას აშშ დოლარიანი ფასი ნიშნავს იმას, რომ Bitcoin-ის კაპიტალიზაცია გაასწრებს ოქროს კაპიტალიზაციას 9 ტრილიონი აშშ დოლარით. ცნობილი ინვესტორი ენტონი პომპლიანო მიიჩნევს, რომ ეს მოხდება უახლოესი ათი წლის განმავლობაში. ამჯამად Bitcoin-ის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 195 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს და 45-ჯერ ჩამორჩება ზემოთხსენებული ძვირფასი ლითონის კაპიტალიზაციას.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button