Hi-Techახალი ამბებიკოსმოსი

ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX გაუშვებს Starship-ის პროტოტიპს 18 კმ სიმაღლეზე

კოსმოსური რაკეტა Starship-ის 150 მეტრ სიმაღლეზე ორი სატესტო გაშვების შემდეგ ამერიკული აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ემზადება გაცილებით სერიოზული გამოცდისთვის – რაკეტის აფრენა უნდა მოხდეს 60 ათასი ფუტის (დაახლოებით 18.3 კმ) სიმაღლეზე. 

ამის შესახებ Twitter-ზე განაცხადა SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა. წინა ტესტების მსგავსად, გამოცდა შედგება კომპანიის კოსმოსურ პლატფორმაზე, ტეხასის შტატში. ამჯერად კომპანია გატესტავს ახალ პროტოტიპს – Starship SN8, რომლის მშენებლობა ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. მასკის თქმით, შედარებით ძველი SN5 და SN6  პროტოტიპებისგან განსხვავებით, იგი აღჭურვილი იქნება ფრთებითა და „ცხვირზე“ მოცემული გამწევებით, რაც აუცილებელია მაღალ სიმაღლეზე სატესტო გაშვებისთვის. 

ეს გახლავთ სრული ზომის პროტოტიპის ვერსია. იგი წინამორბედების მსგავსად გაივლის ტესტირების ყველა ეტაპს, მათ შორის ძრავის ამოქმედების სტატიკურ ტესტს და სხვა შემოწმებებს. შემდგ ჩატარდება ძრავის აალების კიდევ ერთი სტატიკური გამოცდა, საბოლოოდ კი შეეცდებიან პროტოტიპის გაშვებას 18 კმ სიმაღლემდე და უკან დაშვებას. 

სავსებით შესაძლებელია, რომ პროტოტიპის დიდ სიმაღლეზე გაშვების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდეს. თუმცა SpaceX-ის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ წარუმატებლობისგან გაკვეთილი მიიღოს და წინ გადადგას მორიგი ნაბიჯი –  მოახდინოს პროტოტიპების ტესტირება საბოლოო შედეგის მიღებამდე. საბოლოო შედეგი კი გახლავთ მრავალჯერადი რაკეტა Starship-ის ფრენები მთვარისკენ, მარსისა და სხვა პლანეტებისკენ. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button