ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-მაინერების შემოსავალმა იანვარში 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

Bitcoin-მაინერების შემოსავალმა იანვარში 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია და შეადგინა 1.09 მლრდ აშშ დოლარი. ამას ხელი შეუწყო პირველი კრიპტოვალუტის ფასის ახალმა რეკორდებმა. 

სამი წლის წინ ხარული აღმასვლის პიკზე ეს მაჩვენებელი 1.25 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. 

გასულ თვეში 1.09 მილიარდიდან 977.7 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა მოპოვებულ ბლოკებზე – დაკვირვების ისტორიაში მაქსიმუმი, 112.8 მლნ აშშ დოლარი – მიღებული საკომისიოებისთვის. 

image.png

Bitcoin-მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით. ForkLog, Coin Metrics. 

ბოლო გადაანგარიშების შედეგების მიხედვით Bitcoin-ის მოპოვების სირთულე ტექნიკის დეფიციტის ფონზე გაიზარდა 1.05%-ით. ამ მაჩვენებელმა ახალი რეკორდი დაამყარა – დაახლოებით 20.82 T. მაინერების დღიური შემოსავალი, რომელიც გამოითვლება თითოეულ TH / წმ-ზე, გაიზარდა 0.25 აშშ დოლარამდე. 

სტატისს დაწერის დროს BTC.com შემდეგი გადაანგარიშების შედეგად 0.49%-იან ვარდნას (20.72 T-მდე) პროგნოზირებს. 

image.png

წყარო: BTC.com

Ethereum-ის მაინერები მეოთხე თვის განმავლობაში ჩამორჩნენ Bitcoin-მაინერების შემოსავლებს, მათ იანვარში 798 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავეს. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა სამი წლის წინანდელ რეკორდს (762 მლნ აშშ დოლარი). 

შემოსავლების ზრდას ხელი შეუწყო Ethereum-ის ფასის ზრდამ, რომელმაც 1600 აშშ დოლარს გადააჭარბა. იანვრის ღირებულების 40% მოდის ტრანზაქციების საკომისიოებზე. 

image.png

Ethereum-მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით: ForkLog, Coin Metrics. 

აღსანიშნავია, რომ Flipside Crypto-ს ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, დღის რომელ მონაკვეთში შეუძლიათ მომხმარებლებს თანხის დაზოგვა ტრანზაქციებზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button