ახალი ამბებივიდეოპოლიტიკასაზოგადოება

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პირდაპირ ეთერში სასუქი კარბამიდი შეჭამა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მინერალური სასუქი კარბამიდი შეჭამა. დეპუტატმა ეს ნივთიერების უსაფრთხოების საილუსტრაციოდ გააკეთა მათ პასუხად, ვინც ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს.

ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შესახებ მემორანდუმი რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. მშენებლობის მოწინააღმდეგეების მტკიცებით, ის ქალაქისთვის, გარემოსთვის და მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია. ისინი აქციის გამართვასაც გეგმავენ. კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის წარმომადგენელები ამბობენ, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს და ტერმინალის პროექტის შემუშავებაში ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვის გასაცემად გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნას ელოდება.

Source
აჭარის ტელევიზია
ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close