ვიდეოპოლიტიკასაზოგადოება

კალაძე: მიშა ჰოლანდიიდან გამოექანოს, შალიკო და ხაბეიშვილი – მთაწმინდიდან

კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს სურდა „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, კალაძე მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მასთან ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე, მხოლოდ პროფესონალები იყვნენ დასაქმებული. “თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციას ვაპირებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები, აბრძანდნენ და… ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს”, ამბობს დედაქალაქის მერი.

ლევან ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში კახა კალაძე დაკითხოს. ოპოზიციონერი ამბობს, რომ კალაძე ყაზტრანსგაზის არაოფიციალური მენეჯერია და ის დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია.

Source
Kavkasia TV

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button